ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების  შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ „განსაკუთრებული დაკვირვების საგანია“, „ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.

საელჩომ კიდევ ერთხელ გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა „თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის, დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ“.

„შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაცკ ი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა საელჩომ.

საელჩოს თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო [სისტემის] რეფორმის მხარდაჭერას, რაც „აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button