არქივი

ძებნის შედეგები

Found 40216 Results
Page 347 of 403

ნინო ბურჯანაძე ტელეფონით ესაუბრა ჯორჯ ბუშს


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის.ამერიკის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჯორჯ ბუშმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ და კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ბოლოდროინდელი კრიზისული სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგების გამო.ბურჯანაძის თქმით, …

26/11/2003 - 19:20


ედპ-მ ირინა სარიშვილი-ჭანტურია პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული დემოკრატიული პარტიის (ედპ) აღმასრულებელმა საბჭომ პარტიის თავნჯდომარის პოსტიდან ირინა სარიშვილი-ჭანტურია გადააყენა. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით იგი უახლოეს პერიოდში ახალ მოძრაობას შექმნის, რომლის ძირითადი მიზანი დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რის საფრთხესაც იგი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ძალებში ხედავს.  ირინა სარიშვილი-ჭანტურია ჯერ ვერ ასახელებს თუ ვინ შევა ახალ გაერთიანებაში.იგი  …


ნინო ბურჯანაძე პრემიერ მინისტრის პოსტზე ზურაბ ჟვანიას დაასახელებს


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მომხრეა ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტის შემოღების და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მოხდება კონსტიტუციური ცვლილებები. მისი მოსაზრებით პრემიერ მინისტრის პოსტი შესაძლოა ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ დაიკავოს.  “იგი ნიჭიერი პოლიტიკოსია და შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. This post is also available in: …


ნინო ბურჯანაძე აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. აშშ-ის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად დასრულდა. “ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და საერთაშორისო …


ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ჟვანიას კანდიდატურას ასახელებს


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მინისტრთა კაბინეტის შემოღების მომხრეა და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდება. მისი მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრის პოსტი, შესაძლოა, ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ დაიკავოს. “იგი ნიჭიერი პოლიტიკოსია და შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. This post is also available in: English (ინგლისური) …


მოქმედი პრეზიდენტი სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს ჯონათან დანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯონათან დანის განცხადებით, სსფ დაეხმარება საქართველოს არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ახლახანს ნინო ბურჯანაძის თანაშემწედ დაინიშნა ფინანსურ საკითხებში, განაცხადა, რომ სსფ მზად არის საქართველოში …


გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელი მოქმედ პრეზიდენტს შეხვდა


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციებში ჟან-მარი გენო 24 ნოემბერს მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. გაეროს მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ჟან-მარი გენომ ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მნიშვნელობასა და გაეროს როლზე აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. მან დადებითი შეფასება მისცა ქვეყანაში ბოლოდროინდელი პოლიტიკური პრობლემების …


აშშ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის მზადებაში დაეხმარება


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეკემბრის დასაწყისში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის საქართველოში, რომელიც ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად მომავალ არჩევნებში ამერიკის დახმარების საკითხს განიხილავს. “ეს ჯგუფი, რომელიც თბილისში მიემგზავრება ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავს, თუ რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ჩვენ საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარების საქმეში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა …


სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატებს” 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი – მიხეილ სააკშვილი ეყოლებათ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა დღეს პარლამენტში ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.  “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ გვყავდეს ერთი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. ახლა ის დროა, რომ გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება …


მთავრობაში ვაკანტური ადგილები შეივსება, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ 45 Dდღის ვადაში ქვეყანა ფინანსათა, სახელმწიფო მინისტრების და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გარეშე ვერ შეძლებს არსებობას.“კონკრეტული პირები იქნებიან დასახელებულნი და ვიმედოვნებ, რომ ეს პიროვნებები მისაღები იქნებიან ხალხისთვის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, მისი ორი მოადგილე, ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრები …


ედუარდ შევარდნაძე არ ასახელებს სავარაუდო კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პირადი ნივთების წასაღებად მივიდა და მოგვიანებით კანცელარიის ეზოში ჟურნალისტებს შეხვდა. “მოვედი ნივთების წამასაღებად. სამწუხაროა, მაგრამ ყველა ჩემს თანამშრომელთან დამშვიდობება ვერ მოვასწარი, თუმცა რაიმე ფორმას გამოვნახავ. ახალა მივდივარ სახლში”, – განაცხადა დღეს ედუარდ შევარდნაძემ. იგი მომავალ პრეზიდენტს ურჩევს ჭკუით იყოს და აცხადებს, …


ახალი ლიდერები ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენენ


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციის ლიდერები დღეს ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენენ. საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს გაიმართება. ძირითად შესაძლო კანდიდატებს ამ პოსტზე მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენენ. სავარაუდოდ, ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.     This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)


ბურჯანაძემ მთავრობის წევრებთან ეკონომიკის საკითხები განიხილა


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე 25 ნოემბერს საღამოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა. 25 ნოემბერს დილით ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა “ეკონომიკური კოლაფსის” ზღვარზე იმყოფება. მისი თქმით, გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად. “სიტუაცია ძალინ რთულია. გუშინდელი [24 ნოემბრის] მონაცემებით ჩვენ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე ვდგავართ”, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა. This …


ფინანსთა მინისტრი გადადგა


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი გუშინ საღამოს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და მისი მოადგილე აკაკი ზოიძეც ასევე გადადგნენ თანამდებობიდან 25 ნოემბერს. 24 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.    This post is also available in: English (ინგლისური) Русский …


აშშ-მა საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარება გამოყო


(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული წამლები და სამედიცინო ნივთები გამოყო. საჰაერო ტვირთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის კერძო კომპანიასთან “ე ქოლ თუ სერვ ინთერნეიშნლ”-თან ერთად 25 ნოემბერს გამოაგზავნა. “ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს ქართველი ხალხის კეთილდღეობაში მათთვის დემოკრატიული საზოგადოებისკენ გარდამავალ …


აჭარის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები მოსკოვში შეხვედრას გეგმავენ


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელს ედუარდ კოკოითს მოსკოვში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას 25 ნოემბერს სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.“კონსულტაციები სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ხელმძღვანელებს შორის მოსკოვში შედგება, თუმცა არ არის განსაზღვრული შეხვედრის ზუსტი დრო”, – განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კოკოითმა.მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ …

25/11/2003 - 19:47


საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდება


პარლამენტმა მუშაობა დაიწყოპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დადგენილებას. კენჭისყრაში მონაწილეობა 158 დეპუტატმა მიიღო. დადგენილებას მხარი 155-მა დეპუტატმა დაუჭირა.25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოიწვია. ეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის პირველი რიგგარეშე სხდომა იყო მას შემდეგ რაც 23 ნოემბერს პრეზიდენტი …


მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძეს არ უპირისპირდება


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის გადადგომას არ მოითხოვს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. “ჩვენ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამოსვლას არ ვაპირებთ და არც საზღვრების გარღვევას. ვიცით, რომ ასლან აბაშიძეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ მოვლენების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს”, – …


საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდება


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დადგენილებას. კენჭისყრაში მონაწილეობა 158 დეპუტატმა მიიღო. დადგენილებას მხარი 155-მა დეპუტატმა დაუჭირა. This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)


პარლამენტის სხდომა ნინო ბურჯანაძემ გახსნა


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოიწვია.სხდომის გახსნის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “ის, რომ დღეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატები შევიკრიბეთ და არა 2003 წლის დანიშნული პარალმენტი, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 2 ნოემბრის შემდეგ დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძოდა. ამით დამტკიცდა, …


სახელმწიფო მინისტრი განდადგა


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. მე არ ვიცვლი პრინციპებს და შეხედულებებს. უმთავრეს ღირებულებას უნდა გაუწიოთ ანგარიში და მხოლოდ ამის შემდეგ განვაცხადოთ ჩვენი შეხედულებების შესახებ”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ. This post is also available in: English (ინგლისური) …


მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს პარლამენტის სხდომაზე გამოცხადდნენ


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს გამოცხადდნენ პარლამენტის სხდომაზე. “ეს ჩემი თხოვნაცაა და მოთხოვნაც. ხელს ნუ შეუწყობთ საკონსტიტუციო კრიზისის შექმნას და სამოქალაქო დაპირისპირებას. პარლამენტის სხდომა მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იგი ასევე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რაიონული გამგეობების შენობებში გაურკვეველი …


ეუთო-ს თავჯდომარე საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას მიესალმება


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იააპ დე ჰოოპ შეფერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო ქვეყანაში ძალადობის თავიდან აცილება.“მივესალმები ქართველ ხალხს, რომელმაც შეძლო ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლა მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე”, – განაცხადა მან. “როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასევე ძალოვანი სტრუქტურები დიდი თავშეკავებით იქცეოდნენ. მე დიდ პატივს …


უზენაესმა სასამართლომ პროპორციული სისტემით არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გააუქმა


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს ბათილად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2 ნოემბერს პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.უზენაეს სასამართლოში სარჩელი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა შეიტანეს. სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს დაიწყო. პროცესის მსვლელობისას ცსკო-ს წარმომადგენლებმა ვერ უარყვეს მოსარჩლე მხარის მიერ წარდგენილი დარღვევების მამტკიცებელი საბუთები.ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მის შემდეგ …


ქვეყანაში გარკვეულად რთული ვითარებაა, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული ზომები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.“პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საჭიროა ყველა უწყებამ დაიწყოს თავისი მოვალეობის შესრულება და მუშაობა სრული დატვირთვით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.ქვეყანაში რთულ ვითარებაზე საუბრობს ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და აცხადებს, …


საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას და აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება.“ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავაც რჩება ევროპული სივრცისკენ სწრაფვა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია. საქართველო მის მიერ ნაკისრი ყველა საერთაშორისო ვალდებულების და შეთანხმების ერთგულია. დაინტერესებულია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის …


აბაშიძე თბილისთან კავშირს წყვეტს


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბათუმი წყვეტს კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება გმობს ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობის ცდას და წყვეტს ყოველგვარ კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებაში ძალადობით მოსულ კრიმინალებთან, ქვეყანაში კონსტიტუციური ხელისუფლების სრულ უფლებებში აღდგენამდე”, – ნათქვამია აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებაში. აბაშიძემ …


შევარდნაძე: მე ვერ დავუშვებდი სისხლისღვრას


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გერმანიის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა მის მიერ გადადგომამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. “მე მეგონა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარების მოსალოდნელი გამოყენება კრიზისის დასაძლევად, დაშლიდა ხალხს, მეგონა მათ შეეშინდებოდათ; თუმცა ძალიან ბევრნი იყვნენ. შეუძლებელი იყო მათი დაშლა სისხლისღვრის გარეშე”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. “სისხლისღვრა შავი გვერდი იქნებოდა ჩვენს …


ნინო ბურჯანაძე მუშაობას სახელმწიფო კანცელარიაში განაგრძობს


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებდა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მუშაობას, მოსაზრებას იცვლის და დღეს მთავრობის წევრებს კანცელარიაში ხვდება.“ჭირს ხალხთან და მთავრობასთან დაკავშირება, მუდმივად ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა, ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუშაობა დავიწყო კანცელარიაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კანცელარიაში სამუშაოდ …


აშშ-ს არ უთხოვია შევარდნაძისთვის გადადგომა


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტისთვის გადადგომა არ უთხოვია. რიჩარდ ბაუჩერის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი შევარდნაძეს 22 ნოემბერს და შემდეგ 23 ნოემბერს ესაუბრა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.    “მაგრამ ჩვენ მისთვის არ გვითქვამს, რა უნდა …


შევარდნაძის თქმით, მისი გარემოცვა იყო მისი გადადგომის წინააღმდეგი


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ტელევიზიამ გააშუქა ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის  შეხვედრა. ეს შევარდნაძის პირველი გამოჩენა იყო 23 ნოემბერს საღამოს მისი გადადგომის შემდეგ. “მე დილითვე უნდა გადავმდგარიყავი. ნანულიმაც [ედუარდ შევარდნაძის მეუღლე] მითხრა, რომ გადავმდგარიყავი. პაატამაც [შევარდნაძე, ექს-პრეზიდენტის ვაჟი] დამირეკა და მითხრა იგივე, მაგრამ რა უნდა მექნა? ჩემს გარშემო …


საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის 24 ნოემბრის განკარგულებით, გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 22 ნოემბერს გამოცემული განკარგულება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე.ამ განკარგულების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა უქმდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განკარგულება ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებისთანავე.როგორც ცნობილია, 23 ნოემბერს აჭარის მეთაურმა ასლან აბაშიძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ავტონომიის ტერიტორიაზე და …


შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი 24 ნოემბერს ღამით საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლის შედეგად გადადგა. ცოტა ხნით ადრე ნარჩემაშვილი უარს აცხადებდა გადადგომაზე. “მე მოვითხოვ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას. იგი საფრთხეს უქმნის წესრიგს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის …


აღორძინება არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში


(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დემოკრატიული აღორძინების კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, რომლის სხდომაც 25 ნოემბრის 16 საათისთვისაა დანიშნული.გოგიტიძის თქმით, ზველი პარლამენტის უფლებამოსილელები გაუქმებულია, რადგან უკვე შეიკრიბა ახალი პარლამენტი და გაიხსნა მისი პირველი სხდომა.“ნინო ბურჯანაძე აღარ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან აღარ არსებობს …


“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში სიმშვიდეა


აშშ მხარს უჭერს საქართველოს ახალ ლიდერსმთელი ღამის განმავლობაში შევარდნაძის გადადგომის, ანუ “ხავერდოვანი”, “ვარდების” რევოლუციის გამარჯვების ზეიმის შემდეგ, ამ დილით თბილისის ქუჩებში სიწყნარე.39 წლის ნინო ბურჯანაძე 24 ნოემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ახალი ლიდერი, რომელმაც ქვეყანას ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა უხელმძღვანელოს, მთავრობის წევრებს და უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს მართავდა, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით …

24/11/2003 - 21:35


“სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულდა” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულების კონტროლი, რომელსაც მოძრაობის აქტივისტები იცავდნენ, ახლა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის უფლებამოსილელებების კონტროლის ქვეშ გადადის. “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულდა. აქედან გამომდინარე ყველა სახელმწიფო სტურქტურის ხელმძღვანელი უნდა დაბრუნდეს საკუთარ კაბინეტებში და გააგრძელოს მუშაობა, …


ნინო ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრის დროს საკადრო ცვლილებებზე საუბრობს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა რომ ამჟამად არსებობს მხოლოდ ორი მინისტრის პრობლემა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.“ამჟამად მხოლოდ ორი მინისტრის პრობლემა არსებობს, რომლებიც შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ. ერთადერთი, რაც შემიძლია, მოვალეობების გადანაწილებაა მათ მოადგილეებზე. გადადგომის შესახებ განცხადება მათ თავად უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ …


ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დიპლომატიურ კორპუსს ხვდება


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს 10 წლის წინ დაწყებულ საგარეო პოლიტიკას და უცხოელ ინვესტორებს ნორმალური ბიზნესის წარმოების საშუალება მიეცემათ.“2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ჩაიშალა. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების და …


შსს მინისტრი თანამდებობას არ ტოვებს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის გადადგომისა შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კვლავ თავის პოსტზე რჩება. თუმცა, ხელისუფლების რამოდენიმე წევრმა უკვე დაწერა განცხადება გადადგომოს თაობაზე. მათ შორის არიან: პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში თემურ შაშიაშვილი, ფოთის მერი დავით ქანთარია, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გელა კვარაცხელია, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე და შიდა ქართლში …


პარლამენტის სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი წერეთელმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის სხდომა 25 ნოემბერს 4 საათზე ჩატარდება. “ქვორუმის პრობლემა არ არსებობს. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ამის თაობაზე”, – განუცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს 24 ნოემბერს. მისი თქმით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც, სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე განისაზღვრება. This post …


ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბრიუს ჯორჯს შეხვდა, რომელიც თბილისში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების მისიით ჩამოვიდა. ბრიუს ჯორჯმა, რომელიც თბილისში 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იმყოფებოდა, განაცხადა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უარესი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები …


ედუარდ შევარდნაძე თბილისშია – აცხადებს ზურაბ ჟვანია


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია არ ადასტურებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოს დატოვების და გერმანიაში წასვლის შესახებ. “იგი თბილისში იმყოფება და კრწანისის რეზიდენციაშია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჟვანიამ. ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის შესახებ ასევე ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის დაცვის უფროსი სულხან პაპაშვილი. …


უშიშროების მინისტრი შეიარაღებული ფორმირებების გააქტიურებაზე საუბრობს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ქვეყანაში გარკვეული შეიარაღებული ფორმირებების  გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ფორმირებება ასოცირდება პოლიტიკურ პარტიებთან. “არსებობს ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფების გააქტიურების შესახებ, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ასოცირდება, თუმცა ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ყველაფერი უმოკლეს ვადაში კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. უნდა გატარდეს მკაცრი ზომები”, – განაცხადა დღეს …


პუტინს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის იმედი აქვს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ “ხელისუფლების გადაცემა საქართველოში ძლიერი ზეწოლის შედეგად მოხდა”. “ის პიროვნებები, რომლებიც ამგვარ მოქმედებებს ორგანიზებას უკეთებენ, უდიდეს პასუხისმგებლობას იღებენ თავისი ხალხის წინაშე”, – განაცხადა პუტინმა 24 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე და დასძინა, რომ “შევარდნაძე დიქტატორი არასოდეს ყოფილა”. რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ …


მოქმედმა პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის თავჯდომარეობით. სხდომას მთავრობის თითქმის ყველა წევრი ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის და სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გარდა. სავარაუდოდ, სხდომა საქართველოში “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდგომ სიტუაციას განიხილავს. ამჟამად, ქვეყანაში სიწყნარეა.   This post is also available in: English (ინგლისური) Русский …


იგორ ივანოვი საქართველოში მოვლენების სტაბილურად განვითარებაში ეჭვი ეპარება


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა უკვე დატოვა ბათუმი. მოსკოვში გამგზავრებამდე მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთან ასლან აბაშიძესთან  შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე ისაუბრა.  “ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. აბაშიძე შეშფოთებას გამოთქვამს პრეზიდენტის ასე მოკლე ვადაში გადადგომით და აცხადებს, რომ ეს არ ქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას. მთავარია ახლა …


ასლან აბაშიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ადასტურებს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა “ბურჯანაძე-დემოკრეტების” ერთ-ერთ ლიდერთან ზურაბ ჟვანიასთან.“ზურაბ ჟვანია აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის მიზნით რაღაც კომპრომისი უნდა მოინახოს. მას აქვს ის ინტელექტი სწორად განსაზღვროს ავი და კარგი. თავადაც თქვა, რომ მოვლენები ნორმალურად განვითარდება”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 23 …


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მატიას იურშიმ, ევგენი კირილიოვმა და ანდრე კვაკესტადიმ, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების მისიით ჩამოვიდნენ, მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ 23 ნოემბერს განცხადება გააკეთეს. მათი განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სამი მისიის დროს თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში, მათ გააკეთეს გაფრთხილება, რომ …


აშშ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს მხარს უჭერს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მას და მის კოლეგებს. სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოში სტაბილურობას და სუვერენიტეტს და მზად არის ქართველ ხალხს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს”.ქვემოთ მოცემულია …


მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ერს მიმართავს


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნინო ბურჯანაძემ, რომელიც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ რაც ედუარდ შევარდნაძე 23 ნოემბერს გადადგა, 24 ნოემბერს 2:30 წუთზე ტელევიზიის საშუალებით ხალხს მიმართა და მათ წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა. მან მოუწოდა ქართველ მოსახლეობას დაუბრუნდნენ “ცხოვრების ნორმალურ წესს”. მისი განცხადებით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის ვადაში ჩატარდება. ეს გამარჯვება სასიცოცხლო …


ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის მეთაურის მოვალეობების შესრულება დაიწყო


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უკვე შეუდგა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებას და ამჯამად იგი კონკრეტულ დავალებებას აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაიწყოს ქვეყანაში წესრიგის აღდგენა.“ქალბატონი ნინო აწარმოებს თათბირს სხვადასხვა უწყებების ხელმძრვანელებთან. განსაკუთრებით ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს. იგი უკვე შეხვდა თბილისის პოლიციის უფროსს, …


ასლან აბაშიძემ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 30 დღით


(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის მეთარუმა ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 30 დღის ვადით.აბაშიძის ეს გადაწყვეტილება დღეს აჭარის უზენაესმა საბწომ ერთხმად დაამტკიცა.დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებს საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზეც.“ჩვენი მოვალეობაა კონსტიტუციური წყობის, ავტონომიის მოსახლეობის და ხელისუფლების დაცვა. ეს ერტადერი სწორი გზაა, რომლის ღალატსაც არ …


თემურ შაშიაშვილი თანამდებობიდან გადადგა


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში თემურ შაშიაშვილი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა.“მე ვერ ვითანამშრომლებ სააკაშვილთან, ჟვანიასა და ბურჯანაძესთან”, – განაცხადა შაშიაშვილმა.როგორც მან აცნობა ჟურნალისტებს, იგი მონაწილეობას მიიღებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

23/11/2003 - 23:54


საქართველოს პრეზიდენტი გადადგა


ოპოზიცია მოსახლეობას ჩვეული ცხოვრებისკენ მიბრუნებას მოუწოდებენ23 ნოემბერს, 20:45 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თანამდებობა დატოვა. “ვხედავ, რომ ჩემი უფლებების გამოყენება სისხლისღვრამდე მიგვიყვანს, მაგრამ მე ჩემი ხალხისთვის არ მიღალატია. ახლა სჯობს პრეზიდენტი გადადგეს. ჩემი საქმე არ არის თუ ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე. მე საქართველოს დატოვებას არ ვაპირებ, მივდივარ სახლში”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” …


იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა, სადაც აჭარის მეთაურს, ასლან აბაშიძეს შეხვდა.“მე შევპირდი აჭარის პრეზიდენტს, რომ ჩამოვიდოდი, და პრეზიდენტ პუტინის დავალებით განვაგრზობ დიალოგს, რომელიც მოსკოვში დაიწყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს ივანოვმა ბათუმის აეროპორტში.“ჩვენთვის სულერტი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მთავარია, რომ მოვლენები სამართლებრივ ველში დარჩეს და …


რევოლუციას არ მოუტანია ხალხისთვის სიკეთე – აცხადებს აჭარის ხელმძღვანელი


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე საქარათველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ძალზე ძნელია ისაუბრო იმაზე, რაც მოხდა თბილისში. “რევოლუციას არცერთი ხალხისთვის და არცერთი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. რევოლუცია ხავერდოვანი არასოდეს არ ყოფილა. მე მახსოვს რა მოხდა პირველი პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ, იგივე …


შევარდნაძე საქართველოში დარჩება


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ შევარდნაძესთან შეხვედრა ამაღელვებელი იყო და ამ შეხვედრაზე იგივე განწყობა სუფევდა, როგორიც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებზე.ჟვანიას თქმით, შევარდნაძემ კატეგოირულად დააფიქსირა, რომ არ არპირებს საქართველოდან წასვლას, აქ თბილისში დარჩება. ამასთან, ჟვანიას …


საქართველოს პრეზიდენტი გადადგა


23 ნოემბერს, 20:45 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თანამდებობა დატოვა. “თანამდებობიდან გადავდექი და ახლა ჩემი საქმე არ არის თუ ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე. მე საქართველოს დატოვებას არ ვაპირებ, მივდივარ სახლში” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერის ზურაბ ჟავნიასა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.“ედუარდ შევარდნაძემ ღირსეულად დაუსვა წერტილი …


სააკაშვილი და ჟვანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ შევარდნაძესთან მისი გადადგომის თაობაზე


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კრწანისის რეზიდენციაში ამჟამად იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხელ სააკაშვილი და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია.მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო რეზიდენციაში ხელშეკრულების პროექტი მიიტანეს პრეზიდენტის უპირობო გადადგომის შესახებ, რომელსაც თავად პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.ოპოზიციის ლიდერებს კრწანისის რეზიდენციაში უსაფრთხოების გარანტია იგორ ივანოვმა …


გერმანიის მთავრობა საქართველოში არსებული პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გერმანიის ფედერალური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობა შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. იგი მიმართვას ყველა მხარეს, რათა ამჟამად არსებული დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარებიდან მოიძებნოს მშვიდობიანი და კონსტიტუციური გამოსავალი. “მთავრობამ და ოპოზიციამ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა არ …


შევარდნაძეს ულტიმატუმის ვადა გაუხანგრძლივეს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ 1 საათის განმავლობაში არავინ დაიძრას თბილისის ცენტრიდან კრწანისის რეზიდენციისკენ.ზუსთად ნახევარი საათის წინ სააკაშვილმა შევარდნაძეს ნახევარი საათისვადა მისცა, რაა გაეკეთებინა განცხადება გადადგომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ დაიძრან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ და …


შევარდნაძეს გადადგომისთვის ნახევარი საათის ვადა მისცეს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ათეულობით ათას ადამიანს მოუწოდა, რომ ნახევარი საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება გადადგომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ დაიძრან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ და იქ განაგრძონ აქცია შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. This post is also available in: English (ინგლისური) Русский …


უშიშროების საბჭოს მდივანი თანამდებობიდან გადააყენეს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი დანიშნა.თედო ჯაფარიძემ 21 ოქტომბერს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი იზოლირებულია მისი გარემოცვის მიერ.მანამდე, სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა თედო ჯაფარიძე პოზიციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშვნამდე თედო ჯაფარიძე …


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანიავი პრეზიდენტთან პირისპირ საუბრის  შემდეგ ხელემორედ შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს და პრეზიდენტის მოთხოვნა გააცნო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი საქართველოს შედა საქმეებში ჩარევას არ აპირებს. “რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიანად მოგვარებაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში. ამ პრობლემის მოგვარება …


შინაგანი ჯარის სარდალი შევარდნაძეს არ დაემორჩილება


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინგანანი ჯარების სარდალი გიორგი შერვაშიძე არ დაემორჩილება შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილისა და ედუარდ შევარდნაძეს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადეს გამომსვლელებმა.მანამდე აქციას შეუერთდა რამდენიმე სპეცრაზმისა და სამხედრო ნაწილების მოსამსახურეები, რომლებმაც იარაღი დატოვეს თავიანთ ნაწილებში და შეუერთდნენ პარლამენტის შენობასთან მყოფ მოსახლეობას.პარლამენტთან …


შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებს ულტიმატუმს უყენებს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს ულტიმატუმს უყენებს და 22 ნოემბერს დაკავებული შენობების პარლამენტის და სახელმწიფო კანცელარიის განთავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით, იგი მხოლოდ ამის შემდგებ შეიზლება დათანხმდეს ოპოზიციას კომპრომისზე.“მოლაპარაკების და დიალოგის საშუალება უნდა  დაიწყოს მას შემდეგ რაც განთავისუფლდება პრეზიდენტის რეზიდენცია და პარლამენტის შენობა. ძალიან დიდი მოთმიონებიოს უნარი მაქვს” …


საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ელჩმა ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძემ დაგმო პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პრეზიდენტს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას სისხლისღვრა ქვეყანაში და შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა.   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემ დღეს განაცხადა, რომ ამიერიდან იგი ნინო ბურჯანაძის, როგორც მოქმედი პრეზიდენტის, ბრძანებებს …


შალვა ნათელაშვილი მხარს უჭერს შევარდნაძეს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ყოფილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ შეილება ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტად”.მისი თქმით, ქვეყანაში სახეზეა კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა.“შექმნილ სიტუაციაში ლეიბორისტულ პარტიას მიაჩნია, რომ მშვიდობიანად უნდა დაიცალოს პარლამენტის შენობა, ახალმა პარლამენტმა გააგრძელოს მუშაობა და მასში უნდა შევიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და …


ეუთო ქართველებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ იააპ დე ჰოოპ შეფერმა დღეს ქართველ ხალხს მიმართა, რომ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში სიმშვიდე შეინარჩუნონ. “იმედი მაქვს, რომ მიმდინარე დემონსტრაციები თავიანთ მშვიდობიან ფორმას შეინარჩუნებენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავი შეიკავონ ძალადობისგან”, – განაცხადა შეფერმა. ეუთო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარე მიესალმა როგორც აქციის …


აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქვემოთ მოცემულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადება თბილისში მიმდინარე მოვლენებზე: ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისში პარლამენტის წინ და პარლამენტის შენობაში არსებულ სიტუაციას, სადაც ადგილი ჰქონდა კონფრონტაციას ხელისუფლების მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი შეიკავონ …


პრეზიდენტის მრჩეველი ბურჯანაძის ბრძანებებს დაემორჩილება


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. თუმცა, მისი თქმით, ამიერიდან იგი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძის ბრძანებებს დაემორჩილება. “საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, ამ შემთხვევაში მისი ადგილი პარლამენტის თავჯდომარემ უნდა დაიკავოს. ნინო ბურჯანაძეს შეუძლია მოქმედი პრეზიდენტი …


ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს შსს-ის შენობის და სახელმწიფო ტელევიზიის მშვიდობიანად დაკავებისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას ერთიანი ნაცილნალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შევარდნაძე და მისი გარემოცვა აპირებს შსს-ის შენობაში მისი დანიშნული პარლამენტის სხდომის მოწვევას და საგანგებო მდგომარეობის დაკანონებას.ამის გამო სააკაშვილმა შეკრებილებს მოუწოდა, რომ მომიტინგეთა ნაწილი გაემართოს შსს-ის შენობისკენ და მშვიდობიანად დაიკავოს შსს-ის შენობა. …


ირაკლი მენაღარიშვილი ძალის გამოყენებას გამორიცხავს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამორიცხული უნდა იქნას ძალის ნებისმიერი სახით გამოყენება.მისი თქმით, შეთანხმება კომპრომისების გარეშე შეუძლებელია, და იმისთვის, რომ მიღწეული იქნას საერთო მიზანი, მოვლენების კონსტიტუციურ ველში დაბრუნება საჭიროა დათმობებზე წასვლისთვის მზადყოფნა.მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია ამჯამად …


ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 23 ნოემბერს 14 საათისთვის პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების გამოსვლა იგეგმება, რომლებიც იქ შეკრებილ ათეულობით ათას ადამიანს სამომავლო მოქმედებების გეგმებს გააცნობენ.პარლამენტის შენობასთან მოსახლეობის სულ უფრო მეტი რაოდენობა იკრებს თავს. მომიტინგეებს უერთდებიან თბილისლები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთი ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთადაც მიდიან.მთელი გასული ღამის …


იგორ ივანოვი თბილისში მომიტინგეებს შეხვდა


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 23 ნოემბერს გამთენიისას თბილისში საგანგებო ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეებთან მივიდა და მიესალმა.გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დიდი ოვაციებით შეხვდნენ.ივანოვმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილ საქართველოს მოსახლეობას განუცხადა, რომ ქართველ ხალხს სასწავლებელი არაფერი სჭრის, თვითონ შეუძლიათ ასწავლონ სხვებს.თავისი ხანმოკლე …


არმია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღს არ გამოიყენებს


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არმიას არ მიუღია ბრძანება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან, პრეზიდენტ შევარდნაძისგან იარაღის გამოყენების თაობაზე, – განაცხადა 23 ნოემბერს დილით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელსაც პრეზიდენტის 22 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა დაევალა.“არმია გულისყურით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ქაოსის, რეალურად უმართავი …


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შევარდნაძეს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით თბილისში ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი აეროპორტში პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს სასინაო საქმეებში ჩარევას.“რუსეთი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. ასევე დაინტერესებულია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით. ვიმედოვნებ, …


სახელმწიფო მინისტრი ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ემხრობა


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახლადარჩეული პარლამენტის უფელბამოსილებაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აცხადებს, რომ პარლამენტმა 22 ნოემბერს მუშაობა დაიწყო.“აქედან გამომდინარე მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე განიხილება პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის შემოღების საკითხი”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ ტელევიზიის პირველი არხის ეთერში.პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ოპოზიციის ლიდერების მიერ პარლამენტის …


ოპოზიციის ლიდერები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აპირებენ


(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სააკაშვილი აპირებს 23 ნოემბერს შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან, რომელიც სავარაუდოდ, უკვე ჩამოვიდა თბილისში მოსკოვიდან სპეცრეისით.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, იგორ ივანოვი თბილისში გამოემგზავრა პრეზიდენტ პუტინის დავალებით.სააკაშვილის ინფორმაციით, იგორ ივანოვი ასევე აპირებს შეხვედრას ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიასთან პარლამენტის შენობაში.მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გავიდნენ პარლამენტის …


ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას ამშვიდებს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ვერავინ გაბედავს თავს დაესხას ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილნი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს გვიან ღამით პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ქვეყანასი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.“პრეზიდენტი ნამდვილად ვერ ფლობს სიტუაციას, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს საგანგებო მდგომარეობაზე, გამოიხედოს ქუჩაში რამდენი ათასი ადამიანია გამოსული ქუჩაში თავისი ღირსების …

22/11/2003 - 23:12


პუტინმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრი გამოგზავნა


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი გამოგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ალექსეი გრომოვმა აცნობა. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაური მუდმივად იღებს ინფორმაციას საქართველოში მოვლენების განვითარების თაობაზე და კონსულტაციებს აწარმოებს დსთ-ის ქვეყნების ლიდერებთან.ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სამი სატელეფონო …


საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიაში შევიდნენ


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის შენობაში შეღწევის შემდეგ ოპოზიციის მომხრე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიაშიც შეაღწიეს. სპეცდანიშნულების რაზმები კანცელარიასთან არ ყოფილან. დარჩენილ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისთვის განსაკუთრებული წინააღდეგობები არ შეუქმნიათ.პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ოპოზიციის მომხრეთა შესვლისას სროლა არ მომხდარა და მსხვერპლი არ არის.ოპოზიციის მომხრეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფროსთან პეტრე მამრაძესთან. …


ნაციონალების ლიდერი მოსახლეობას ხავერდოვანი რევოლუციის დაცვისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გავიდნენ პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუციის დასაცავად.სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები დაუკავშირდნენ უცხოეთის ქვეყნების ელჩებს და მიიღეს გარანტიები, რომ არცერთი უცხოური ქვეყნიდან არ იქნება დახმარება შევარდნაძის სასარგებლოდ.“ახლა მთავარია, რომ არ დაიღვაროს სისხლი, მთავარია, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არ დაემორჩილონ …


შს მინისტრი აცხადებს, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია და მიღებული იქნება შესაბამისი ნორმატიული აქტები.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება 48 საათში უნდა დაამტკიცოსპარლამენტმა. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა განკარგულება, ის ავტომატურად შედის ძალაში. This post is also available in: English (ინგლისური) Русский …


ედუარდ შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს 19 საატისთვის ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს წესრიგის აღდგენის მიზნით.მისი თქმით, დღეს შეიძლება უბედურება მომხდარიყო. “მე ვთხოვე შსს მინისტრს, რომ არ დაღვრილიყო სისხლი, და მადლობას ვუხდი მას, რომ სისხლი არ დაიღვარა.წესრიგის აღდგენა აუცილებელია და ამიერიდან ყველა უწყება დაემორჩილება თავდაცვის …


პრეზიდენტის ქმედითუნარიანობის გარკვევამდე პარლამენტის თავმჯდომარემ თავის თავზე აიღო ქვეყნის ხელმძღვანელობა


“მე როგორც საქართველოს პარლანმენტის თავმჯომარე, პრეზიდენტის ქმედითუნარიანობის საბოლოოდ გარკვევამდე კონსტიტუცია მავალებ, რომ ჩემს თავზე ავიღო ქვეყნის ხელმძღვნელი პირის უფლებამოსილებები”, – განაცხადა 22 ნოემბერს საღამოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.მან მოუწოდა მთავრობის წევრებს დაელოდონ შემგომ მის განკარგულებებს პრეზიდენტის ქმედითუნარიანობის საბოლოოდ გარკვევამდე. მისი თქმით, დღეს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა განცხადების გარეშე დატოვა. This post is also available in: English …


ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი როგორც პარლამენტის შენობაში ისე მის გარეთ.გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში მომხრეებიც შევიდნენ. ამჟამად პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაერთიანებული ოპოზიციის ათეულობით ათასმა მომხრემ დაიკავა.ხელისუფლებისა და “აღორძინების” მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოატოვეს.ბურჯანაძის თქმით, …


ოპოზიციამ პარლამენტში შეაღწია, დაცვამ კი პრეზიდენტი სასწრაფოდ გაიყვანა დარბაზიდან


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – იმ დროს როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკისა და აღორძინების მხარდამჭერების თანდასწრებით, თავისუფლების მოედნიდან ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და ლიდერების მეთაურობით პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც შეაღწიეს.პრეზიდენტის დაცვამ ედუარდ შევარდნაძე სასწრაფოდ ჩამოიყვანა ტრიბუნიდან და დარბაზიდან გაიყვანა. ამჯამად დარბაზში ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები იმყოფებიან. This post …


“ახლებმა” პარლამენტში შესვლა გადაიფიქრეს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მასობრივმა საინფორმაციო სასუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ “ახალმა მემარჯვენეებმა’ უარი განაცხადეს ახალ პარლამენტში შესვლაზე.“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ორივე მხარესთან (ოპოზიცია და ხელისუფლება), რათა მიგვეღწია კომპრომისისთვის, რომ ამ პარლამენტს შეექმნა საფუძველი ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რადგან ასეთი პერსპექტივა არ არსებობს, ჩვენ უარს ვაცხადებთ ამ პარლამენტში შესვლაზე”, – ნათქვამია …


ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მომიტინგეთა ნაწილი კანცელარიასთან გადავიდა


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც თბილისში თავისუფლების მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს წაუყენეს, მაგრამ პრეზიდენტი არ გამოვიდა შეკრებილი მოსახლეობის წინაშე და პარლამენტის შენობაში რჩება საპრეზიდენტო ფლიგელში თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. პარლამენტის სხდომა 16 საათისთვისაა დანიშნული და პრეზიდენტი მის გახსნას აპირებს. მომიტინგეთა ნაწილი კანცელარიასთან გადავიდა და სკანდირებს – “გადადექი, …


ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს


გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრეზიდენტ შევარდნაძისთვის 1 საათიანი ულტიმატუმის გამოცხადების მიუხედავად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციის მომხრეებთან მისვლაზე უარი განაცხადა და 16 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პრიველი სხდომის 17 საათისთვის გახსნას ცდილობდა პარლამენტის შენობაში. შევარდნაძე პარლამენტში შეკრებილი სახელისუფლებო ბლოკისა და “აღორძინების” მომხრეების წინაშე გამოდიოდა განცხადებით, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია და მუშაობას დაიწყებს ყველაფრის მიუხედავად. შევარდნაძეს მისასალმებელი სიტყვა არ დაუმთავრებია, …


შევარდნაძე მზადაა მოლარაპაკებებისთვის ულტიმატუმების გარეშე


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში იმყოფება, განაცხადებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას. პრეზიდენტის მიმართვის გადაცემაზე მიწვეული იყო ყველა ტელეკომპანია დამოუკიდებელი კომპანია “რუსთავი-2”-ის გარდა.პრეზიდეტმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, ხელისუფლებას არ ეშინია ამისი აღიარების, მაგრამ პარლამენტი არჩეულია, ვისაც უნდა შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა დღეისთვის დანიშნულ პირველ …


აშშ საქართველოს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ [საქარველოს] ყველა პარტიამ ერთად უნდა გამონახოს ქართველი ამომრჩევლისთვის მისაღები კრიზისის მოგვარების მშვიდობიანი გზა. “ჩვენი აზრით, საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ და გამოასწორონ ის შეცდომები, რომლებიც არჩევნებზე იქნა დაშვებული, …


აშშ საქართველოს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ [საქარველოს] ყველა პარტიამ ერთად უნდა გამონახოს ქართველი ამომრჩევლისთვის მისაღები კრიზისის მოგვარების მშვიდობიანი გზა. “ჩვენი აზრით, საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ და გამოასწორონ ის შეცდომები, რომლებიც არჩევნებზე იქნა დაშვებული, …


აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ ჩაატაროს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ “საქართველოს ხელმძღვანელობამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები”. ქვემოთ მოცემულია განცხადების ტექსტი:ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის იმედგაცრუებული საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული …


კოფი ანანი ქართველ პოლიტიკოსებს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 21 ნოემბერს ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ნაპოვნი იქნას მშვიდობიანი გამოსავალი 2 ნოემბერს ჩატარებული საპარალემნტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციიდან.განცხადებაში, რომლითაც კოფი ანანის სახელით გაერო-ს პრესმდივანი გამოვიდა, ნათქვამია, რომ გენერალური მდივანი ინტერესით და მღელვარებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მოვლენების განვითარებას. იგი …


ლეიბორისტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული პარტიი ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 21 ნოემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია უერთდება პროტესტს და არ აპირებს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტში შესვლას.ამ ნაბიჯით, ფაქტიურად, ლეიბორისტები შეუერთდნენ გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ ნაციონალები და “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლები არ შევლენ “პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტში”.თუმცა, შავლა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად ქვეყანაში …


რუსეთი მოუწოდებს საქართველოს არ დაივიწყოს ისტორიის გაკვეთილები


(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში სიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “საქართველოს წინაშე ამჟამად მდგარი პრობლემების მოგვარება არ უნდა გასცილდეს სამართლებრივი არეალის ფარგლებს. ამისი ალტერნატივა არის ქაოსი, ქვეყნის მიყვანა კვლავ სამოქალაქო ომის ზღვარზე, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში უკვე მოუტანა საქართველოს დღემდე მოუგვარებელი უბედურებები. არ …


პატრიარქი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე შუამდგომლობას სთავაზობს


(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 21 ნოემბერს გვიან საღამოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებს ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პრობლემების მსვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.“თუ იქნება თქვენი სურვილი, ჩვენ მზად ვართ რომ შედგეს მშვიდობიანი საუბარი ჩვენთან საპატრიარქოში და გავწიოთ შუამავლობა”, – მიმართა ასევე პატრიარქმა ხელისუფლებისა და გაერტიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს.ქართული მართლმადიდებლური …

21/11/2003 - 23:39


პრეზიდენტის მრჩეველი შევარდნაძეს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს


(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.“პრეზიდენტმა დახუჭა თვალი ცსკოში მომხდარ დარვევებზე, არაფრად ჩააგდო ათეულობით ათასი ადამიანის ნება და დახმარებისთვის აჭარის სეპარატისტულად განწყობილ ლიდერს მიმართა”, – ნათქვამია ლევან ალექსიძის განცხადებაში.იგი ასევე შემაშფოთებლად მიიჩნევს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის …


Page 347 of 403

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button