ახალი ამბები

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა დღეს ერთხმად დაუჭირა მხარი მერაბ ჩიგოევის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“. 

ჩიგოევმა ამ პოსტზე თაიმურაზ ხუგაევი შეცვალა, რომელიც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა თანამდებობიდან 21 მარტს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პირველ მცდელობაზე ეს საკითხი ჩააგდო.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე მერაბ ჩიგოევი პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე იყო. მანამდე მას სეპარატისტული რეგიონის იუსტიციის მინისტრის და მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობები ეკავა.

 

Back to top button