skip to content
ახალი ამბები

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ქართველი ჟურნალისტი და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია ამაღლობელი.

განცხადება გმობს „მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმას” და ხელისუფლებას ამაღლობელის დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ხელს აწერენ : პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI); პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF); ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ); Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT); თავისუფალი პრესა შეზღუდვის გარეშე (FPU); იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ); IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა); მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI); მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB); PEN International-ი; სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD); ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში ქეითი ქაილი; ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა); IRMI – რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი (უკრაინა); სამხრეღ აღმოპსავლეთ ევროპის მედია ორგანიზაცია (SEEMO).

მზია ამაღლობელი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს, ერთხელ საყოველთაო გაფიცვის მოწოდების თაობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რის გამოც მას ადმინისტრაციული ბრალი წარუდგინეს, ხოლო მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სახეში გარტყმისთვის. ამჯერად, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამაღლობელის საქმემ მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა „უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს“. საია-მ უამრავ დარღვევას გაუსვა ხაზი, მათ შორის ადმინისტრაციული წესით თვითნებულ დაკავებას, სისხლის სამართლის უკანონო ბრალდებებს, პროცედურულ დარღვევებსა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 15 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ მსგავსი მოთხოვნები გააჟღერა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა ამაღლობელისა და მისი გამოცემის მიმართ, განცხადებაში ნათქვამია, რომ „IPI-ს გლობალური ქსელი სოლიდარულია „ბათუმელების“ ჟურნალისტების და ყველა სხვა დამოუკიდებელი რეპორტიორის მიმართ, რომლებიც ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ“.

20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელსაც დღემდე აგრძელებს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გააქტიურდა, რა დროსაც ჟურნალისტები და აქტივისტები სამართლიანობისკენ მოუწოდებენ. 22 იანვარს, „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა შეხვედროდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რათა განეხილათ ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button