
მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
პატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს და ონლაინ მედია საშუალებების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრემია გადაეცა.
სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, 1988 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა დისიდენტებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის. პრიზს, რომლის ოდენობა 50 000 ევროა, ევროპარლამენტი ყოველწლიურად სტრასბურგში გამართულ ოფიციალურ პლენარულ სხდომაზე გადასცემს.
„წლევანდელი სახაროვის პრემიის ბელორუსი ანდჟეი პოჩობუტისა და საქართველოდან მზია ამაღლობელისთვის მინიჭებით, ჩვენ პატივს ვცემთ ორ ჟურნალისტს, რომელთა გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს ლაურეატების გამოცხადებისას.
This post is also available in: English