ახალი ამბები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემიას გადასცემენ

პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი და ონლაინ მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს ნორვეგიული Fritt Ord Foundation-ისა და ZEIT Stiftung Bucerius-ის ყოველწლიური პრემიაა და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რთულ პირობებში მომუშავე ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებს აჯილდოებს. ამაღლობელი იმ ექვს ჟურნალისტსა და მედია საშუალებას შორისაა, რომლებმაც წელს ეს პრემია მიიღეს.

„ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა“, – ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში, რომლის თანახმადაც მას ეს ჯილდო ჟურნალისტური კეთილსინდისიერებისადმი 25 წლიანი ერთგულებისთვის ხვდა წილად.

აგვისტოში ამაღლობელი, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა.

This post is also available in: English

Back to top button