ახალი ამბები

ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე შვიდი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას პოლიციელზე თავდახმის ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

This post is also available in: English

Back to top button