საქსტატი: 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ 8.4%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.4%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8%), განათლება (29.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0%), მშენებლობა (10.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6%), სხვა სახის მომსახურება (-11.2%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8%).
„საქსტატი“ დაზუსტებულ მონაცემებს 2024 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/05/2024 – საქსტატი: 2024 წლის აპრილში მშპ 11.8%-ით გაიზარდა
- 30/04/2024 – საქსტატი: 2024 წლის მარტში მშპ 8.2%-ით გაიზარდა
- 29/03/2024 – საქსტატი: 2024 წლის თებერვალში მშპ 9.5%-ით გაიზარდა
- 20/03/2024 – საქსტატი: 2023 წელს საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)