საქსტატი: 2023 წელს საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 80.25 მილიარდ ლარს გაუტოლდა.
საქსტატის ცნობით, მშპ-ის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6%); მშენებლობა (17.2%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7%); ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3%); განათლება (18.9%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1%); დამამუშავებელი მრეწველობა (3.3%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1%).
იმავე პერიოდში კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8%).
ასევე წაიკითხეთ:
- 29/02/2024 – საქსტატი: 2024 წლის იანვარში მშპ 5.8%-ით გაიზარდა
- 31/01/2024 – საქსტატი: 2023 წლის დეკემბერში საქართველოს მშპ 8.3%-ით გაიზარდა
- 29/12/2023 – საქსტატი: ნოემბერში საქართველოს მშპ 5.9%-ით გაიზარდა
- 30/11/2023 – საქსტატი: ოქტომბერში საქართველოს მშპ 6.2%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)