ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის მეორე კვარტალში მშპ 7.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.3%-ით გაიზარდა და 25.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.1%); განათლება (28.9%); ხელოვნება, გართობა და დასვენება (16%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.8%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.1%); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.4%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0%); მშენებლობა (-2.6%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.5%).

დაზუსტებულ მონაცემებს „საქსტატი“ 2025 წლის 14 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English

Back to top button