
ახალი ამბები
საქსტატი: 2025 წლის ივლისში მშპ 6.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 29 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.5%-ით გაიზარდა.
2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-ივლისის საშუალო რეალური ზრდა 8%-ით განისაზღვრა.
This post is also available in: English