ახალი ამბები
საქსტატი: 2024 წლისაპრილში მშპ 11.8%-ითგაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11.8%-ით გაიზარდა.
2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-აპრილის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/04/2024 – საქსტატი: 2024 წლის მარტში მშპ 8.2%-ით გაიზარდა
- 29/03/2024 – საქსტატი: 2024 წლის თებერვალში მშპ 9.5%-ით გაიზარდა
- 20/03/2024 – საქსტატი: 2023 წელს საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა
- 29/02/2024 – საქსტატი: 2024 წლის იანვარში მშპ 5.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)