ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის პირველ კვარტალში მშპ 9.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.8%-ით გაიზარდა და 21.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6%); განათლება (27.7%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9%);  საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9%); ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1%).

განახლებულ მონაცემებს „საქსტატი“ 2025 წლის 14 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English

Back to top button