ახალი ამბები

კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 10-17 ივლისი

17 ივლისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 675 265 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 650 681 გამოჯანმრთელდა, 16 854 გარდაიცვალა.

ერთკვირიან პერიოდში ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 10.84%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, 10-17 ივლისის პერიოდში, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 764 გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან 4 979 თბილისში გამოვლინდა, 882 აჭარაში, 624 იმერეთში, 302 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 258 ქვემო ქართლში, 216 კახეთში, 177 შიდა ქართლში, 165 გურიაში, 104 მცხეთა-მთიანეთში, 60 სამცხე-ჯავახეთში, 45 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button