Placeholder canvas
ახალი ამბები

კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 3-10 ივლისი

10 ივლისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 667 453 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 645 917 გამოჯანმრთელდა, 16 847 გარდაიცვალა.

ერთკვირიან პერიოდში ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 8.1%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, 3-10 ივლისის პერიოდში, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 338 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან 3 310 თბილისში გამოვლინდა, 566 აჭარაში, 372 იმერეთში, 238 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 199 ქვემო ქართლში, 121 კახეთში, 113 შიდა ქართლში, 105 მცხეთა-მთიანეთში, 95 გურიაში, 18 სამცხე-ჯავახეთში, 17 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button