ახალი ამბები
კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 20-26 ივნისი
26 ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 660 429 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 642 476 გამოჯანმრთელდა, 16 841 გარდაიცვალა.
20-26 ივნისის პერიოდში, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 646 გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან 770 თბილისში გამოვლინდა, 73 იმერეთში, 62 აჭარაში, 52 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 25 კახეთში, 24 გურიაში, 22 ქვემო ქართლში, 14 მცხეთა-მთიანეთში, 9 შიდა ქართლში, 6 სამცხე-ჯავახეთში. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აღირიცხა 1 შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1.67%. ქვეყანაში დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)