
ორ მომიტინგეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ორ მომიტინგეს, თემურ ზასოხაშვილს და დავით ლომიძეს, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი 8 აგვისტოს გამოაცხადა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ორმა მამაკაცმა საპროტესტო აქციის დაშლის პირველ დღეებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა, რის შედეგადაც წყლის ჭავლის მანქანა დაზიანდა. ზასოხაშვილი და ლომიძე თავს უდანაშაულოდ ცნობენ, დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
ზასოხაშვილი და ლომიძე 2024 წლის 1 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების პირველ დღეებში დააკავეს, თავდაპირველად ადმინისტრაციული ბრალდებით. ორივე მათგანი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციამ ისინი სასტიკად სცემა.
მოგვიანებით მათ ბრალი წაუყენეს პოლიციელებზე თავდასხმის სისხლის სამართლის დანაშაულში, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English