ახალი ამბები

აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ქართველი მებრძოლების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ომის დაწყებაში.  

მმართველი პარტიის მაღალი რანგის ფიგურები და მინისტრები, მათ შორის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, 8 აგვისტოს დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის. მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში მათ პატივი მიაგეს ომის გმირების თავგანწირვას, ამავდროულად, კონფლიქტის გამოწვევაში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულეს და ქვეყანაში „მშვიდობის შენარჩუნებაში“ საკუთარ დამსახურებას გაუსვეს ხაზი.

This post is also available in: English

Back to top button