ახალი ამბები

პოლონეთი უსაფრთხოების მოტივით საქართველოსთვის ვიზების შეზღუდვაზე მოლაპარაკებებს ააქტიურებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს, აღადგინოს თუ არა სავიზო რეჟიმი საქართველოს, სომხეთის, ვენესუელას და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის და ამის მიზეზად ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილები დაასახელა.

ამგვარი დისკუსიები 27 წლის კოლუმბიელი მოქალაქის დაპატიმრებას მოყვა, რომელიც გასული წლის მაისში ვარშავასა და რადომში ხანძრის გაჩენაში იყო ბრალდებული. ადგილობრივი შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სახელით მოქმედებდა.

ტუსკის თქმით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები “აშკარა მიზეზების გამო” უფრო მოწყვლადები არიან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების მიმართ.

კითხვაზე შეჩერდება თუ არა უვიზო მიმოსვლა ოთხი ქვეყნისთვის, ტუსკმა დაადასტურა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია და რომ მთავრობა „აანალიზებს“ ამ ნაბიჯს.

This post is also available in: English

Back to top button