
ახალი ამბები
საფრანგეთმა ოლივერ კურტო საქართველოში ახალ ელჩად დანიშნა
საფრანგეთმა ოლივერ კურტო საქართველოში ახალ ელჩად დანიშნა. იგი შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის დასაწყისიდან მსახურობს და რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა უფლებამოსილების ვადის დასრულების შესახებ.
ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება 7 აგვისტოს გამოქვეყნდა, სადაც დიპლომატი მაღალი რანგის საჯარო მოხელედ არის მოხსენიებული.
მართალია მომავალი ელჩის შესახებ საჯარო ინფორმაცია მწირია, წყაროები მიუთითებენ, რომ ის საფრანგეთის სამთავრობო უწყებებში დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა. იგი ასევე იორდანიაში საფრანგეთის საელჩოში პირველი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა 2015 წლისთვის.
This post is also available in: English