ახალი ამბები

ომის წლისთავზე ზახაროვა თბილისს „კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებისკენ“ მოუწოდებს

2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები გამოიყენა, რომლებშიც ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებაა დადანაშაულებული, და იმედი გამოთქვა, რომ ამას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესი მოყვება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების აღიარება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის აგრესიის თაობაზე „გადამწყვეტი გახდეს“ თბილისის მიდგომაში, ურთიერთობები დაამყაროს სოხუმთან და ცხინვალთან. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ამ კუთხით პრიორიტეტული ამოცანა სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებების ხელმოწერაა.

ზახაროვა გამოვიდა ინიციატივით, რომ დაიწყოს „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზღვრების დელიმიტაცია, რასაც მოჰყვება მათი დემარკაცია“, ვინაიდან, ეს, მისი თქმით, ხელს შეუწყობს „სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას“.

This post is also available in: English

Back to top button