skip to content
რესპუბლიკის ამბები

3 მარტი, 1921: საქართველოს რევკომი ლენინს ანგარიშს აბარებს

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 8 მარტი, N6

ამხანაგი ლენინი საქართველოს კომუნისტების ტაქტიკის შესახებ

3 მარტს, პირდაპირი მავთულით შემდეგ მოლაპარაკებას ჰქონდა ადგილი ერთი მხრივ ამხანაგ ლენინისა სტალინ-ჯუღაშვილის პირით და მეორე მხრივ ორჯონიკიძეს, ორახელაშვილს და ელიავას შორის.

„გადაეცით ქართველ კომუნისტებს და განსაკუთრებით ქართულ რევკომის წევრთ, ჩემი მხურვალე მისალმება საბჭოთა საქართველოს,  განსაკუთრებით გთხოვთ შემატყობინოთ – არის თუ არა ჩვენს შორის სრული თანხმობა შემდეგ სამ საკითხში:

  1. საჭიროა დაუყოვნებლივ შეიარაღდეს მუშა და უღარიბესი გლეხობა, რათა შესდგეს ქართული წითელი ლაშქარი.
  2. საჭიროა განსაკუთრებული შეღავათიანი პოლიტიკა ქართველ ინტელიგენციისა და წვრილ ვაჭართა მიმართ. საჭიროა შევიგნოთ, რომ არა თუ საჭიროა მათი ნაციონალიზაცია, არამედ შესაძლებელია ზოგიერთი მსხვერპლი, ოღონდ გამოკეთდეს მათი მდგომარეობა და მიეცეთ მათ შეძლება აწარმოონ წვრილ-წვრილი ვაჭრობა.
  3. ძლიერ საჭიროა მოძებნა მისაღებ კომპრომისებისა ჟორდანიასა და მის მსგავს ქართველ მენშევიკებთან შეთანხმებისათვის, რადგანაც ისინი ჯერ ისევ აჯანყებამდე არ იყვნენ წინააღმდეგი საბჭოთა წესწყობილებისა საქართველოში ზოგიერთი პირობებით [ეს მტკიცება კომუნისტების მიერ დამკვიდრებული მითია. თავად ჟორდანია საჯარო გამოსვლებშიც და წერილებშიც ხაზგასმით არნიშნავდა, რომ საბჭოთა მმართველობა საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა] . გთხოვთ გახსოვდეთ, რომ შინაური და საერთაშორისო პირობები საქართველოსი მოითხოვენ ქართველ კომუნისტებისაგან ერიდონ რუსეთის შაბლონს და ეძიონ უფრო მოქნილ თავისებური ტაქტიკა დამყარებულ მომეტებულ შეღავათზე ყველა წვრილ ბურჟუაზიულ ელემენტების მიმართ“

ლენინი

ამხანაგ ორჯონიკიძის პასუხი

ამხ. ორჯონიკიძემ ამხ. ლენინს შემდეგი უპასუხა: „თქვენ მიერ დასახელებულ საკითხებში საქართველოს კომუნისტები სრულიად გეთანხმებიან. მუშები და უღარიბესი გლეხები იარაღდებიან, ინტელიგენციისადმი კონტაქტისა და ურთიერთ გაგებისათვის, რაც კი შეიძლება, ყველაფერი კეთდება. მენშევიკთა ყოფილი მთავრობის შესახებ გაცნობებთ, რომ ქართველი ინტელიგენციის ინიციატივით გაემგზავრა დელეგაცია დამფუძნებელი კრების წევრებისა: [გიგო] ნათაძე, [გერონტი] ქიქოძე, [თევდორე] ღლონტი და მიხეილ წერეთელი იმ წინადადებით, რომ შეწყვეტილი იქნას შემდეგი ბრძოლები და აღიარებული საბჭოთა ძალა-უფლება. ამასთან საბჭოთა მთავრობა პირდება სრულ ამინისტიას ძველი მთავრობის ყველა წევრს. წვრილ ვაჭრების შესახებ სრული თანხმობა არსებობს ჩვენსა და ქართველ კომუნისტებს შორის.

იმ გეგმის განხორციელება, რომელსაც ამხანაგი ლენინი მოითხოვს მოსკოვის მხრივ გაფაციცებულ ყურადღებას ჩვენდამი.  როგორც სისტემატიურ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის სახით, აგრეთვე ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას“.

პასუხი ამხ. ორახელაშვილისა და ელიავასი

„უპირველეს ყოვლისა გადაეცით ამხანაგ ლენინს ჩვენი აღტაცებული მადლობა მოლოცვის და ჩვენი უღრმესი რწმენა, რომ იგი არც ერთის წუთით არ დაივიწყებს ჩვენ, ქართველ კომუნისტებს და არ დაგვაკლებს გონიერ რჩევას და დარიგებას და დაგვიფარავს იმ შეცდომებიდან, რომელიც აუცილებელია პროლეტარულ ტაქტიკის გატარების დროს, იმ ქვეყანაში სადაც არსებობს წვრილი ბურჟუაზიული წეს-წყობილება ცხოვრებისა და ურთიერთობისა.

დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ: სამივე საკითხის შესახებ ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამხანაგ ლენინს და ვადასტურებთ ამხანაგ ორჯონიკიძის აზრს, რომ ჩვენს რაზმებში მეფობს ერთსულოვნება წამოყენებულ საკითხებში.

დამოუკიდებელ და თავისუფალ საბჭოთა საქართველოში, მის თვისებურ სოციალისტურ სტრუქტურისა და კლასთა ურთიერთობათ, ჩვენ სრულიად უარყოფთ შაბლონებს და პირველ დღიდან თფილისში შემოსვლისა დავადექით თავისებურ ტაქტიკას, რომელსაც ეხლა გვირჩევს ამხანაგი ლენინი. უკვე შევუდექით და ამ დღეებში დავამთავრებთ პროგრამას ქართულ წითელ ლაშქრისას, რომელმაც უნდა დაიცვას მუშა-გლეხთა მთავრობა და დაიფაროს დამოუკიდებელი სოციალისტური რესპუბლიკა გარეშე და შინაურ მტრებისაგან.

ქართველ და საზოგადოთ ადგილობრივ ინტელიგენციას ჩვენ ვექცევით სრულიად ნდობით. ჩვენ ვეცდებით ჩავაყენოთ ინტელიგენცია შრომისათვის საკეთილო პირობებში და მივცემთ სრულ თავისუფლებას განავითარონ საღი ნაციონალური კულტურა სამშობლო ენის ნიადაგზე.

მენშევიკების ბოროტმა განუწყვეტლივმა პროპაგანდამ დატოვა სხვადასხვა წრეებში ისეთი კვალი, რომ ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბალშევიზმი საქართველოში ნიშნავს ძალდატანებით წაშლას ყველა ეროვნულისას და დანგრევას ეროვნული კულტურისას. მაგრამ ჩვენი მოსვლისთანავე ყველანი დარწმუნდნენ, რომ ყოველივე ეს ტყუილია და აგრეთვე ტყუილია სხვა მრავალი მოგონება და მითქმა-მოთქმა ბალშევიზმის საშინელებაზე. რევკომში ერთი მეორეზე მოდიან დელეგატები სხვადასხვა საზოგადოებისა, მეცნიერებისა, ტეხნიკურისა და სხვა საზოგადოებიდგან, პარტიულ და უპარტიო ინტელიგენციიდან, და აცხადებენ, რომ მზათ არიან იმუშაონ საბჭოთა მთავრობასთან ერთად, არა შიშისა გამო, არამედ კეთილ სინდისიერად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ახალმა მთავრობამ და ინტელიგენცია, უკვე შეიგნეს ერთმანეთი და ეს შეგნება თანდათან გაძლიერდება შემდეგში მუშაობის პროცესში.

წვრილ ბურჟუაზიის დაჩაგვრა ჩვენ არ გვსურს, წვრილი ვაჭრობის აკრძალვა ფიქრათ არ მოგვსლია. სიფრთხილეს გამოვიჩენთ აგრეთვე სოფლათ წვრილ მესაკუთრეთა ურთიერთობის რეფორმირების დროს, ხოლო გლეხთა საბჭოების იდეას განვახორციელებთ სრულათ და წმინდათ.

ჩვენ არ გავურბივართ შეთანხმებას მემარცხენე პარტიებთან, მათ შორის მენშევიკებთანაც, რამდენათაც იგინი არიან საქართველოში. შეურიგებლობა და შურის ძიება ჩვენ უკუ ვაგდეთ ჯერ ისევ თფილისში შემოსვლამდე და გამოვაცხადეთ 25 თებერვლისათვის სრული ამინისტია. ჩვენი თანხმობით წარმოდგენილნი პარტიული და უპარტიო ინტელიგენციისა გაიგზავნა ფრონტის იქით მოსალაპარაკებლათ ყოფილ მთავრობასთან და დამფუძნებელ კრებასთან შესახებ ომის მოსპობისა, რადგანაც ბრძოლის განგრძობა უიმედოა და აგრეთვე შეთანხმების შესახებ იახლა მთავრობასთან იმ პირობით, რომ აღიარებულ იქნას საბჭოთა სისტემა.

შემდეგ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ყოველშემთხვევაში უაზრო ჯიუტობას ჩვენ არ შევწირავთ ცხოველ ინტერესებს მშრომელ მასსებისას, რომლებიც იტანჯებიან ომის გაგრძელებით“.

მსგავსი/Related

Back to top button