skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი “კომუნისტი”, 1977: ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის განხილვის პირველი შედეგები.

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

1977 წელს, საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია იცვლებოდა. მისი განხილვები მთელი იმპერიის მაშტაბით მიდიოდა. განხილვები პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს, რეალურად კი წინასწარი გაწერილი სცენარით მიმდინარეობდა. როგორც არ უნდა იყოს, მისი ერთ-ერთი მუხლი, რესპუბლიკითა ენების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობისთვის. კერძოდ, რესპუბლიკის ენა, იცვლებოდა ქართულიდან-რუსულზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წლის 14 აპრილს მიაღწია. რუსთაველზე, სპონტანურად მოწყობილ საპროტესტო აქციაზე, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა დაეცვა ქართული ენა და მათ, ეს წარმატებით მოახერხეს კიდეც, მალევე, ამოღებულ იქნა შესაბამისი მუხლი

გაზეთი “კომუნისტი” 14.07.1977

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის განხილვის პირველი შედეგები

საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაიმართა პრესის, ტელევიზიის, რადიოს მუშაკთა, რესპუბლიკის იდეოლოგიური დაწესებულებების, საქართველოს პროფსაბჭოსა და ალკკ ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელთა, საქართველოში ცენტრალური გაზეთების საკუთარ ვ. რესპონდენტთა თათბირი, რომელიც მიეძღვნა სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტისა და სკკა ცენტრალური კომიტეტის 1977 წლის მაისის პლენუმზე სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ამხანაგ ლ. ი. ბრეჟნევის მოხსენების საყოველთაო-სახალხო განხილვისა და შესწავლის მიმდინარეობის პირველ შედეგები.

თათბირის მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ლ.კეცხოველის სახელობის პოლიტიკური განათლების რესპუბლიკური სახლის გამგის, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის მოადგილის ნ.კომახიძის, საქართველოს კომპარტიის ცეკას პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების პრესის, ტელევიზიისა და რადიოს სექსტორის გამგის ა.სანებლიძის, ამავე განყოფილების მასობრივი პოლიტიკური მუშაობის სექტორის გამგის ე.სიხარულიძის, თბილისის საწარმოო გაერთიანება “ელექტრო-აპარატის” პარტიული კომიტეტის მდივნის ო.თოლორაიას ინფორმაციები.

თათბირზე აღინიშნა, რომ სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და შესწავლა მიმდინარეობს უდიდესი პოლიტიკური და შრომითი აღმავლობის ვითარებაში და რესპუბლიკის ყველა პარტიული ორგანიზაციის იდეოლოგიური მუშაობის ყურადღების ცენტრშია. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეექვსე პლენუმის გადაწყვეტილებების შესაბამისად რესპუბლიკაში შეიქმნა 4000-მდე მოკლევადიანი სკოლა, რომელთა 150 ათასი მსმენელი სწავლობს სსრ კავშირის კონსტიტუციის პროექტს, სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1977 წლის მაისის პლენუმის მასალებს, ამ პლენუმზე ამხანაგ ლ.ი.ბრეჟნევის მოხსენებას. ზაფხულის პერიოდში მუშაობა განაახლეს პარტიული სწავლების, ეკონომიკური განათლებისა და კომკავშირული პოლიტგანათლების სისტემის სკოლებმა და სემინარებმა, რომლებიც სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტისაღმი მიძღვნილ ხუთ-ხუთ მეცადინეობას გამართავენ. ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტის პროპაგანდისათვის ფართოდ იყენებენ ზეპირი პოლიტიკური აგიტაციის საშუალებებს. ადგილობრივი საბჭოების
არჩევნებთან დაკავშირებით მოქმედი აგიტპუნქტები ახლა მშრომელთა და მოსახლეობას შორის სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1977 წლის მაისის პლენუმის მასალების, კონსტიტუციის პროექტის ძირითადი დებულებების პროპაგანდასა და ახსნა განმარტებას ეწევიან, ქალაქებს და რაიონებში.
განახლდა თვალსაჩინო აგიტაცია, იმართება თეორიული, მეთოდიკური, სამეცნიერო-პრაქტიკულია კონფერენციები, ეწყობა კინოლექტორიუმები, ლექციების ციკლები, რომლებიც კონსტიტუციის პროექტის განხილვასა და მესწავლას ეძღვნება.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მუშაობას ეწევიან საქართველოს პროფსაბჭო და ალკკ ცენტრალური კომიტეტი, საზოგადოება “ცოდნის” ორგანიზაციები, რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესეულებანი, ვ.ი. ლენინის ცენტრალური მუზეომის თბილისის ფილიალი.

მუშაობა გააქტიურეს პრესამ, ტელევიზიამ და რადიომ. სისტემატურად ქვეყნდება და გადაიცემა თეორიული მასალები სსრ კავშირის კონსტიტუციის პროექტკის დებულებათა ახსნა-განმარტებებისათვის, შემოღებულია საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში რესპუბლიკის მშრომელთა გამოხმაურებების, წინადადების, შენივშნების, დამატებებისა და მათ მიერ გამოთქმული სურვილების სპეციალური რუბრიკები.

სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის, პროპაგანდის ახსნა-განმარტების თანამედროვე ეტაპის კონკრეტული ამოცანებისა და დიდი ოქტომრობის სოციალისტური რევოლუცირიის მე-60 წლისთავის ღირსეული შეხვედრისათვის ზმადების შესახებ თათბირზე ილაპარაკა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ვ.სირაძემ.

(საქინფორმი)

მსგავსი/Related

Back to top button