გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1982: მეტრომშენის გვირაბგამყვანნი
გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”, 16.01.1982
რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.
16 წლის წინათ იანვრის ასეთსავე დღეებში მეტროპოლიტენის პირველი რიგის ამოქმედება ვიზეიმეთ. მიწისქვეშა გვირაბები 6.700 მეტრ მანძილზე მიგვაქროლებდნენ პირველი ექსპრესები, დღეს თბილისის მეტროს 18.8 კილომეტრი საერთო სიგრძის ორ ხაზზე ყოველდღიურად გადაჰყვათ 450 ათასიდან ნახევარმილიონამდე მგზავრი – თითქმის ნახევარი ქალაქი სარგებლობს მთავარი სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურებით, მეტრო კი სულ უფრო შორს მიიწევს ცენტრიდან დაშორებული საცხოვრებელი მასივებისაკენ – გლდანისა და ვარკეთილისაკენ. უკვე 20-25 წუთია საჭირო, რათა მიწისქვეშა ქალაქი გავიაროთ – “სამგორიდან” – “დელისამდე” და ამასთან ტაქსისაც კი გავუსწროთ, განსაკუთრებით პიკის საათში.
ჰოდა როგორ არ უნდა გავიხსენოთ ისინი, ვინც გვიბოძა ეს მოხერხებული და უსაფრთხო, ქალაქის ხმაურისგან დაშორებული და უამრავი ავტომანქანის გამონაბოლქვისგან თავისუფალი ტრასები? და რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვირაბგამყვანები.
გაიცანით ერთ-ერთი მათგანი: გიორგი მესხი, N84 შახტის გვირაბგაყვანთა კომპლექსური ბრიგადის ბრიგადირი, უპარტიო, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ახალ სადგურს აშენებს მეტროპოლიტენის გლდანის შტორზე.
მეტროს მშენებლობაზე არ უფიქრია ორჯონიკიძის რაიონის მთის სოფლის სიგორეთი მკვიდრ ახალგაზრდას, რვაწლიონი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობა ამიერკავასიის რკინიგზის სასწავლებელში – ახლანდელ N81 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. შემდეგ მუშაობდა საკონტაქტო ქსელის მონტიორად, მსახურობდა არმიაში, დემობილიზირებული “თბილგვირაბმშენში” მოვიდა. აი უკვე 21 წელია მიწისქვეშა ტრასების გაყვანაზე მუშაობს. ამაყობს თავისი ნამდვილად ვაჟკაცური პროფესიით. გამოცვლას არ აპირებს. აშენებდა “ვაგზლის მოედანს”, “რუსთაველს”, “ოქტომბერს”, “წერეთლის პროსპექტს” ახლა აშენებს “თემქას” – ღრმა ერთკამაროვან სადგურს, გამომუშავებით კმაყოფილია: თვეში ხუთასიდან შვიდას მანეთამდე აქვთ. ჯერ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ხოლო როცა დაოჯახდა გლდანში სამოთახიანი ბინა მისცეს.
– ჰოდა ვჩქარობ გვირაბი გავიყვანო ჩემი სახლისკენ ხუმრობს გიორგი. – თუმცა “ჟიგული” მყავს, მაგრამ მეტრო უფრო ჩქარია, ასჯერ იაფია, რაც მთავარია, დრო იზოგება ოჯახისთვის . ქალაქ გარეთ გასეირნებისათვის, ახალი წიგნის წასაკითხად.
გ.მესხის ბრიგადას თვეში 50-60 გრძივი მეტრი გაჰყავს, ნორმით გათვალისწინებული 30-ის ნაცვლად. ბიჭები ერთიანი იჯარის ზლობინური მეთოდით მუშაობენ. ყველაფერს თვითონ აკეთებენ: გვირაბი გაჰყავთ, ამაგრებენ, გააქვთ გრუნტი, ასრულებენ მებეტონისა და ხუროს სამუშაოებს. მზა გვირაბს აბარებენ მოპირკეთებისა და რელსების ჩაწყობისათვის. ამიტომაც მესხს თავისი ბრიგადის საუკეთესო წევრად მიაჩნია უნივერსალი გვირაბგამყვანი რომელიც დაუფლებულია ყველა მომიჯნავე პროფესიას. სწორად ასე მუშაობენ ელგუჯა გოქსაძე, ხასბი ხუგაევი, ანზორ მჟავია, გიორგი კორტიელი, ნოდარ თამაზაშვილი, იმათ კი ვინც ბრიგადაში მოსვლისას მარტო ერთ სპეციალობას ფლობდა, ასწავლეს იყვნენ უნივერსალები: ბრიგადა ერთსულოვანია, მასში ერთი ყველასათვის, მასში ერთი ყველასათვის ზრუნავს, ყველა – ერთისათვის. მხოლოდ ასე, გვირაბგამყვანებმა გადაწყვიტეს წლიურად გეგმა 7 ნოემბრისათვის – დიდი ოქტომბრის 65 წლისთავის დღისთვის შეასრულონ.