რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

გაზეთი წითელი არმიელი, 1922: ბრძოლა წერა-კითხვის უცოდინრობასთან

წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაცია

წითელი არმიელი 14.05.1922 N47

რედაქციისგან: გაზეთი წითელი არმიელი საქართველოს შეიარაღებული ბრიგადის პოლიტგანყოფილების ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.


30 აპრილს ა.წ. მე-2-ე ქართული შეერთებული საარტილერიო დივიზიონის ახალ გახსნილ კლუბის შენობაში დილის 11 საათზე შესდგა საზეიმო სხდომა წერა-კითხვის უცოდინართა ლიკვიდაციის შესახებ. სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა დივიზიონის სამკომმა ამხ. გრიგორიანმა, რომელმაც აღნიშნა წერა-კითხვის უცოდინართა ლიკვიდაცია მთელ დივიზიონში, რის შემდეგ წითელ არმიელების მომღერალმა გუნდმა ინტერნაციონალი შეასრულა. პირველად ილაპარაკა დივიზიონის უფროსისი თანაშემწემ ამხ. იშხნელმა, რომელმაც აღნიშნა დიადი მნიშვნელობა წერა-კითხვის ლიკვიდაციისა და შემდეგ გამოვიდნენ პოლიტგანყოფილებიდან ამხ. ჯაფარიძე, მე-3-მე ბატარეის მასწავლებელი ამხ.კორძახია, წითელარმიელთაგანი და უკანასკნელი მე-3 ბატარეის პოლიტხელმძღვანელი ამხ. მათითასვილი, რომლებთაც ხაზი გაუსვეს ამ დიდ აქტს, ვრცლად შეეხნენ რა წერა კითხვის უცოდინართა ლიკვიდაციის მნიშვნელობას კომუნიზმისათვის საბრძოლველად როგორც ბასრს იარაღს… აღსანიშნავია წითელი არმიელთა გულწრფელი სიტყვა: „უსახსრობის გამო დედმამამ ვერ მასწავლეს, ძველი მთავრობამ ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია, ახლა კი დავრწმუნდი რომ სიძნელის დათრგუნავს საბჭოთა მმართველობა შეძლებსო“ – ყველა სიტყვების შემდეგ ინტერნაციონალს ასრულებდნენ. საკითხის ამოწურვის შემდეგ დივიზიონის სამკომი სხდომას დაუხურულად აცხადებს. სხდომა დაიშალა იმ იმედით და რწმენით რომ წითელი არმიელები მეორე საფეხურს გავლენ და ცოდნას შეიძენენ.

დივიზიონის სამკომი ერდილაძე

ნებადართულია სამხედრო ცენზორისგან, რედაქტორი ს.ქურიძე

მსგავსი/Related

Back to top button