skip to content
ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ დაკავებულ აქტივისტს რვადღიანი პატიმრობა მიუსაჯა, კიდევ ერთი დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის ძალადობრივი დარბევისას დაკავებულ ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას რვადღიანი პატიმრობა შეეფარდა.

დარბევის დროს დაკავებული კიდევ ერთი აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს 2 700 ლარით დააჯარიმა.

აქციის დარბევის დროს პოლიციამ სულ 16 ადამიანი დააკავა, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განხორციელდა.

აქცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, პოლიციამ 19 ნოემბერს დაარბია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტურ საქმიანობაშიც ჩაერია და ზოგიერთ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა, ასევე სცემა და დააკავა ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button