რესპუბლიკის ამბები

ქუთაისის სამაზრო ერობამ ცენტრალური საავადმყოფო გახსნა

გაზ. საქართველო, 1920 წლის 18 დეკემბერი, N172

განცხადება

ქუთაისის ერობის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალი) გაიხსნა პირველი ოქტომბრიდან ამა წლისა შემდეგი განყოფილებებით:

  1. ქირურგიული – 120 საწოლი
  2. თერაპევტიული –  140 საწოლი
  3. გინეკოლოგიური და საბებიო – 20 საწოლი
  4. კანისა და ვენერიული – 50 საწოლი
  5. გადამდებ სნეულებათა – 40 საწოლი
  6. თვალის და კბილის – 20 საწოლი

საავადმყოფოს უფროს დოსტაქრათ მოწვეულია მოსკოვის უნივერსიტეტის ყოფილი პრივატ დოცენტი ა. ვ. ტიხონოვიჩი.

განყოფილებებს განაგებენ სპეციალისტი ექიმები.

ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობა

[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობით ადგილობრივ სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობების კომპეტენციას წარმოადგენდა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათ ჰქონდათ უფლება გაეხსნა საავადმყოფოები, სასოფლო ამბულატორიები და სათემო აფთიაქები. 1919 წელს ერობებს გადაეცათ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ წარსულში შექმნილი სამხედრო ჰოსპიტლები და სამკურნალოები, რომლებიც თვითმმართველობებმა სამოქალაქო საავადმყოფოებად გადააკეთეს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button