skip to content
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მცხოვრებთა აღწერა იწყება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 დეკემბერი, N273

მცხოვრებთა აღწერა*

ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტიდან იუწყებიან, რომ უკვე დამთავრებულია გეგმა და ხარჯთ-აღრიცხვა საარჩევნო და გენერალურ აღწერისა.

საარჩევნო აღწერა მოხდება რესპუბლიკის ყველა ქალაქში: მისი მიზანი იქნება ქალაქის თვითმმართველობის და პარლამენტის ამომრჩეველთა სიების შედგენა**.

მთავარი აღწერა მოხდება ყველგან; იგი სხვათა შორის შეეხება მუშათა პროლეტარიზაციას, მათ შეკავშირებას და პარტიულ შემადგენლობას. აღწერა მოხდება იანვარში.

*უკანასკნელი აღწერა ქუთაისისა და თფილისის გუბერნიებისა მოსახლეობისა 1917 წელს შედგა. სტატისტიკური ცნობების მიხედვით, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში (ზაქათალის ოკრუგის გამოკლებით) ცხოვრებდა დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი.

**ქალაქის თვითმმართველობის არჩევნების დაწყება 1921 წლის იანვრიდან იყო დაგეგმილი, ხოლო საკანონმდებლო ორგანოსი კი რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შემდგომ დაინიშნებოდა.  – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.

მსგავსი/Related

Back to top button