2022 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9.1%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 9.1%-ით მეტია.
„საქსტატის“ცნობით, ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.
ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია გაერთიანებული სამეფო 64.7 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: ნიდერლანდები – 44.8 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 41.8 მლნ აშშ დოლარი: თურქეთი – 30.7 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 30.7 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 26.6 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი – 11.8 მლნ აშშ დოლარი; დანია – 10.1 მლნ აშშ დოლარი; მარშალის კუნძულები – 9.1 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 8.9 მლნ აშშ დოლარი და დანარჩენი ქვეყნები – 72.5 მლნ აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 76.6 მლნ აშშ დოლარი ენერგოსექტორზე მოდის; შემდეგია უძრავი ქონების სექტორი – 75.6 მლნ აშშ დოლარი; ფინანსური სექტორი – 47.6 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 40.5 მლნ აშშ დოლარი და მშენებლობა – 26.8 მლნ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)