ახალი ამბები

საქსტატი: მაისში ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11.6%-ით გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 5 თვეში, ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 11.2%-ით გაიზარდა.

ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; სასტუმროები და რესტორნები; დამამუშავებელი მრეწველობა; მშენებლობა; სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ამავე ინფორმაციით კლება არცერთ დარგში დაფიქსირდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button