Placeholder canvas
ახალი ამბები

იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 37%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 37%-ით გაიზარდა და 6.9 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 36.2%-ით – 2.09 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 37.3%-ით – 4.82 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. 2.73 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.

წყარო: საქსტატი

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button