skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგა საქართველოს საკითხს განიხილავს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 3 ნოემბერი, N250

საქართველოს რესპუბლიკის საკითხი ნაციათა ლიგაში

ოქტომბრის 20-ს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო ნაციათა ლიგის საბჭოს მდივნისაგან წერილი, რომლითაც იგი იტყობინებოდა, რომ 15 ნოემბრისათვის ჟენევაში დანიშნულია პირველი საზოგადო კრება ნაციათა ლიგის წევრებისა და ამ კრებაზე იქნება აღძრული და გარჩეული საქართველოს რესპუბლიკის ლიგის წევრად მიღების საკითხი. შესაძლოა, სწერდა საბჭოს მდივანი, კრებამ მოისურვოს თქვენი საკითხის შესახებ სიტყვიერი განმარტების მოსმენა, ამისათვის საჭიროა დანიშნოთ თქვენი წარმომადგენელიო.

მთავრობამ ასეთ წარმომადგენლად დანიშნა ამ ჟამათ ევროპაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რომელსაც იმ დღესვე 20 ოქტომბერს ეცნობა დეპეშით ამის შესახებ და ფოსტით გაეგზავნა საჭირო მანდატი.

ამასთან ერთათ დეპეშით და ცალკე წერილით ეუწყა ამის შესახებ ლიგის საბჭოს მდივანს.

ყველა საჭირო მასალა საქართველოს შესახებ  ჟენევის კრებისათვის წარსადგენად ადრე გაეგზავნა ლიგის საბჭოს მდივანს ბ-ნ დრიუმანს, თანახმად მისი მოთხოვნისა.

მსგავსი/Related

Back to top button