რესპუბლიკის ამბები

საერთაშორისო სოციალისტური დელეგაცია საქართველოდან ევროპაში დაბრუნდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 სექტემბერი, N220

ევროპის სოციალისტური დელეგაციის წასვლა

სექტემბრის 28 საღამოს 11 საათსა და 20 წუთზე ტფილისიდან ბათუმს გაემგზავრა, იქიდან ევროპაში წასასვლელად ევროპის სოციალისტური დელეგაცია. მათ გასაცილებლად სადგურზე მივიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგები ალექსანდრე ლომთათიძე და სიმონ მდივანი, მთავრობის წევრები ნოე რამიშვილი და ნეო ხომერიკი, გვარდიის უფროსი ვალიკო ჯუღელი და სხვები. დელეგაციის წევრებმა მგრძნობიერ შეხვედრისათვის მადლობა სთქვეს. შევიდნენ ვაგონში. 11 საათსა და 20 წუთზე გავიდა მატარებელი. დელეგაცია ბათომიდან სექტემბრის 29 გავა.

დელეგაციის შთაბეჭდილებანი

დელეგაციის წევრებმა დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს გამოსთქვეს თავის კმაყოფილება იმ მშვენიერი ქვეყნის საქართველოს ნახვით. რენოდელმა სთქვა: საქართველოს შეუძლია მოიზიდოს დიდძალი ტურისტები უცხოეთიდან. საქართველოში მოგზაურობა შვეიცარიაზე ნაკლებ საინტერესო არ იქნება. საჭიროა საქართველოს სასარგებლოდ პროპაგანდის გაწევა, რათა ტურისტები მოაწყდენ ამ მხარეს, რომელსაც ეკონომიური მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისათვის აუცილებელია ევროპიდან საქართველოში მოგზაურობის გაიაფება, მოსვლა და გაბრუნება 1000 ფრანკზე მეტი არ უდნა ეღიროს. ჰიუსმანსმა და რენოდელმა განაცხადეს, რომ ისინი გაზაფხულზე ისევ ჩამოვლენ უეჭველად საქართველოში.

დელეგაციის წევრი დე-ბრიუკერი ოქტომბრის 15-მდე დარჩა ტფილისში.

მსგავსი/Related

Back to top button