რესპუბლიკის ამბები

1920: მთავრობამ მდ. ტყიბულზე ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 აგვისტო, N175

ჰიდრო-ელექტონული კონცესია

საფრანგეთის მოქალაქის ბ. გიზის შუამდგომლობა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე, რომ მდინარე ტყიბულზე ჰიდრო-ელექტრონული სადგურის ასაშენებლად მიეცეს კონცესია, დაკმაყოფილებულია და ხელშეკრულებაზედაც ხელი მოწერილი აქვს მიწათ-მოქმედების მინისტრს ნ. ხომერიკს.

კონცესია მიცემულია 60 წლის ვადით, რომლის შემდეგ სადგური მთელი თავისი ინვენტარით გადავა საქართველოს რესპუბლიკის სრულ საკუთრებად.

სადგური, რომლის ძალა უდრის 1თი ათას ცხენის ძალას, უნდა გაკეთდეს სამ წლის განმავლობაში. ეს სადგური დიდ დახმარებას გაუწევს ტყიბულის და ჭიათურის ქვა-ნახშირის რაიონებს.

განზრახულია ქუთაისისათვის ელექტრონული ენერგიის მიწოდება, რომლის შემწეობით გაკეთდება ტრამვაი, განათდება ქალაქი და სხვა.

მსგავსი/Related

Back to top button