ახალი ამბები
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს, გრიგოლ ნარსიას, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმა და 14 პირის მძევლად აყვანა ედებოდა ბრალად, 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბანკზე თადამსხმელს სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდა, მათ შორის 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი და რუსეთის დროშა.
საქმეზე გამოძიება ტერორისტული აქტის (323), ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების (329) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (236-ე) მუხლებით მიმდინარეობდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)