
საქართველოს მიერ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადებას საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება მოყვა
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ განაცხადა, რომ საქართველომ ელეტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადების შესახებ განაცხადა. შესაბამისი რეზოლუცია საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 29 ივნისს მიიღო, რითიც 2023 წლის 1 ივლისს დაგეგმილი გახსნა 2024 წლის 1 ივლისისთვის გადაიდო.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრის გახსნა რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა და ის მიზნად ისახავდა კონკურენციის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების სტიმულირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაცემის შესაძლებლობების გაძლიერებას.
სამდივნო და საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში საქართველოს ეხმარებოდნენ. თუმცა, „ეს უკანასკნელი გადადება, რომელიც ბოლოა წინა გადადებების სერიაში, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე“, – განაცხადა სამდივნომ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე გამოხატა იმედგაცრუება საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადების გამო.
?? Delegation expresses disappointment with further postponement.
— EU Delegation Georgia ?? (@EUinGeorgia) July 3, 2023
Opening of the electricity market is an important milestone in energy sector reform and harmonisation with EU acquis. https://t.co/i2r4nWzCP3
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)