skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920: თბილისის ქუჩებში ტკბილეულითა და ცივი სასმელებით ვაჭრობა აიკრძალა

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ივნისი, N129

მუნიციპალური ცხოვრება

ქუჩებში ვაჭრობის აკრძალვა

ტფილისის ქალაქის თვითმმართველობის მედიკო-სანიტარულმა განყოფილებამ მოხსენება წარუდგინა თვითმმართველობას ქუჩებში ტკბილეულით და ცივ სასმელებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ის საგნები, რომლებითაც ვაჭრობენ ქუჩებში არ შეადგენს პირველ საჭიროების საგნებს. მასთან ერთად სწორედ ეს საგნები არიან ყოველგვარ გადამდებ სენის გამავრცელებელნი [ამ პერიოდში საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა ე.წ. „ესპანური გრიპი“, ქოლერა, ტიფი და სხვა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ამ მოსაზრებით განყოფილება წინადადებას იძლევა ამ აღნიშნულ  საგნებით ქუჩებში ვაჭრობის მოსპობის შესახებ. ქალაქის თვითმმართველობა დათანხმდა განყოფილების მოსაზრებას და დაადგინა: აიკრძალოს ქუჩებში აღნიშნულ საგანთა ვაჭრობა.

მსგავსი/Related

Back to top button