skip to content
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობა მოუსავლობით დაზარალებულ გლეხებს ეხმარება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 ივნისი, N128

დახმარება მოუსავლობით დაზარალებულთ

შინაგან საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგის ივანე ჭავჭანიძის თავმჯდომარეობით შესდგა თათბირი მომარაგების და მიწათ მოქმედების სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით. თათბირზე განიხილეს საკითხი წარსულ წლის მოუსავლობით დაზარალებულ მაზრების მცხოვრებთათვის დახმარების შესახებ.

თათბირს დაესწრნენ ასევე მომარაგების მინისტრი გიორგი ერაძე, გენერალ-გუბერნატორი კონსტანტინე სულაქველიძე, გორის, ქუთაისის, ლეჩხუმისა და სხვა მაზრების წარმომადგენლები.

თათბირზე გამოიტანეს დადგენილება, რომ მომარაგების სამინისტროს ხელში იმყოფება ხორბლის საგრძნობი მარქაფი, მაგრამ მომარაგების  სამინისტროს შეუძლია მისცეს მცხოვრებთ ფუთი 850 მანეთად მხოლოდ ფასდადებით.

საკითხის ყოველმხრივ განხილვის შემდეგ თათბირი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სასურველად სცნო მიეცეს მომარაგების სამინისტროს, იმის უფლება, რომ მოუსავლობით დაზარალებულთ მიჰყიდოს ფუთი პურის ხორბალი 400 მანეთად იმ პირობით, რომ ზარალი გამოწვეული ასეთი ოპერაციით ჩარიცხული [დაბალანსებული] იქნეს ხაზინის ანგარიშში. დაადგინეს თათბირის მიერ ასეთი სურვილის გამოთქმა აცნობონ მთავრობას.

მსგავსი/Related

Back to top button