ძველი ამბები

რესპუბლიკაში მცხოვრებ ექიმთა ცნობარი მზადდება

გაზ. ერთობა, 1920 წლის 4 აპრილი, N77

საექიმო-სასანიტარო განყოფილებისაგან

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო სასანიტარო განყოფილება ამით აცხადებს, რომ თანახმად საექიმო კანონმდებლობის მე-222 მუხლისა უნდა შემუშავდეს და გამოიცეს სია საქართველოს ტერიტორიაზედ მცხოვრებ ყველა უწყების ექიმების, კბილის ექიმების,ფარმაცევტების, ექიმის თანაშემწეების და ბებია ქალების. სია იქნება ცალკე წიგნად გამოცემული და დაურიგდება აფთიაქებს სახელმძღვანელოდ. რადგანაც საჭიროა, რომ სია ვრცელი და უნაკლო იქნეს, საექიმო-სასანიტარო განყოფილება სთხოვს ყველა ზემოდ ჩამოთვლილ პროფესიის პირთ გამოცხადდენ მოწმობებით და დიპლომებით: ა. თფილისის მცხოვრებნი – შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო სასანიტარო განყოფილებაში, ქსენიის ქუჩა N10 ყოველ დღე (გარდა უქმეებისა) დღის 12-3 საათამდე ექიმ არჯევანძესთან. სხვა ქალაქებში სამოქალაქო სასამართლოს ექიმებთან, მაზრებში – მაზრის ექიმებთან. რეგისტრაციის მოხდენა გაგრძელება ამა წლის 10 მაისამდე (ერთი თვის განმავლობაში)

საექიმო სასანიტარო განყოფილების უფროსი ს. ქურაძე.

მსგავსი/Related

Back to top button