რესპუბლიკის ამბები
დამფუძნებელმა კრებამ შავი ჭირის ეპიდემიასთან საბრძოლველად 2 მილიონი მანეთი გამოყო
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 მარტი, N71
დეკრეტი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინასწარ ზომების მისაღებად 2 000 000 მანეთის გადადებისა.
1. გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში (ჯანმრთელობის დეპარტამენტი შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა) ორი მილიონი ( 2, 000, 000) მანეთი შავი სახადის სენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის წინასწარი ზომების მისაღებად.
2. დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.
1920 წელის მარტის 16-ს.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომრის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია