skip to content
რესპუბლიკის ამბები

უკანონო აზარტული თამაშებისათვის თფილისში კლუბი და რესტორანი დახურეს

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 მარტი, N66

შინაგან საქმეთა სამინისტროში

კლუბ „უნიონის“ დაკეტვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა პარმენ ჭიჭნაძემ, განიხილა რა ტფილისის ოლქის სასამართლოს ბრალდების მიერ ამა წლის 21 მარტის N1618 წარწერით გამოგზავნილი მიმოწერა და მიიღო რა მხედველობაში, რომ კლუბ „უნიონ“-ში, (პასკევიჩის ქუჩა N13), სისტემატიურად სწარმოებს კანონით აკრძალული ბანქოს თამაში, რაც სავსებით დაადასტურდა მილიციის მიერ 2 თებერვალს მომხდარ კლუბის დათვალიერებამ, დაადგინა: კლუბი „უნიონი“ დაუყონებლივ დაკეტილ იქნას, რის შესახებ ეცნობოს თფილისის ქალაქის მილიციის უფროსს – სისრულეში მოსაყვანად.

რესტორან „ორიენტალის“ დაკეტვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა, განიხილა რა ტფილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის მოხსენება რესტორან „ორიენტალ“-ში სისტემატიურად მომხდარ უწესრიგობის შესახებ, დაადგინა: რესტორანი „ორიენტალი“ სამუდამოდ დაკეტილ იქნას, ვინაიდან მისის არსებობა საზიანოა საზოგადოებრივი წესიერებისათვის.

დადგენილების სისრულეში მოყვანა დაევალოს ტფილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსს.

მსგავსი/Related

Back to top button