რესპუბლიკის ამბები
მსოფლიოს პატრიარქი ნოე ჟორდანიას დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს
გაზ. საქართველო, 1920 წლის 15 თებერვალი, N34
(საქართველოს თარგმანი)
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის გამო მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს შემდეგი დეპეშა გამოუგზავნა:
„სტამბოლის ეკლესია, იზიარებს ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღიარებით გამოწვეულ მის სიმხიარულეს. მოგესალმებით თქვენს მაღალკეთილშობილებას და გთხოვთ გადასცეთ ქართველ ერს, სტამბოლის ეკლესიის დედობრივი სურვილები. იგი შესთხოვს ღმერთს მიანიჭოს თქვენს კეთილმორწმუნეებს კეთილდღეობა და გამარჯვება“.