რესპუბლიკის ამბები

შსს-ს განსაკუთრებულმა რაზმმა ქურდობაში ბრალდებული ჯარისკაცები დააკავა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 იანვარი

ქურდების შეპყრობა

მეორე საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეის კომანდირმა ქარუმიძემ განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის უფროსს მექი კედიას, რომ აღნიშნული ბატარეის, ცეიხგაუზიდან, მოპარულია სხვა და სხვა სახაზინო ნივთები და მის მიერ დაკავებულია ერთი ჯარის კაცი.

განსაკუთრებული რაზმის მოხელეებმა თვით კედიას ხელმძღვანელობით დააპატიმრეს ამ ბატარეის ჯარისკაცები: 1. სერგი შველიძე, 2. ივანე ტატლოვი, 3. სერგი მართიაშვილი, 4. ივლიანე ჩაჩიბაია, 5. გიორგი იმნაძე, 6. ვლადიმერ თათუაშვილი, 7. ნიკოლოზ ოსეპაშვილი, 8 სპირიდონ ჩუბინიძე, 9. ლევან სამარიშვილი და 10. ზაქარია კახელაძე, რომლებიც ქურდობაში გამოტყდენ და განაცხადეს, რომ მოპარული ნივთები მიჰყიდეს სიმონ მშვიდობაძეს და კარაპეტ კაზარიანცს. უკანასკნელს აღმოაჩნდა სახაზინო ნივთები, რომლებიც ბატარეიას დაუბრუნდა.

ყველა ზემო აღნიშნული პირნი დაპატიმრებულია. საქმე გადაეცა სამხედრო პროკურორს.

მსგავსი/Related

Back to top button