skip to content
რესპუბლიკის ამბები

ნოე ჟორდანიამ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს მადლობის დეპეშა გაუგზავნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 იანვარი, N11

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას დეპეშა უმაღლეს საბჭოს

მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ შემდეგი დეპეშა გაუგზავნა საზავო კონფერენციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს:

„მთელი საქართველო და მისი მთავრობა ღრმა კმაყოფილების გრძნობით შეხვდა საქართველოს რესპუბლიკის „de facto” აღიარების ამბავს. მადლობას გწირავთ რა ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ შემოქმედებითი ძალებისადმი ნდობის ამ უდიდეს აქტისთვის, იმ ხალხისა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ევროპის კარებზე იდგა და განათლებულ კაცობრიობის საუკეთესო მისწრაფებებს დარაჯათ ედგა. საქართველოს მთავრობა სრულ რწმენას გამოსთქვამს, რომ დიდ მოკავშირე სახელმწიფოთა დახმარებით ქართველი ერი შესძლებს ევროპასთან მტკიცე კავშირის დამყარებას და ის ღირსეული წევრი გახდება იმ დიდი ოჯახისა, რომელმაც ასეთ გაჭირვებულ ჟამს მას დასახმარებლათ ხელი გაუწოდა“

მთავრობის თავმჯდომარე

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button