ძველი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მილიციონერთა და კომისართა გადამზადებას იწყებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 21 დეკემბერი, N289

კურსები კომისრებისა და მილიციელთათვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობაში მოხსენება შეაქვს იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში და მაზრაში მოეწყოს კურსები კომისრებისა და მილიციელთათვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ჟამად იმუშავებ აგრეთვე ინსტრუქციებს ადმინისტრაცია – მილიციის მოხელეთა სახელმძღვანელოთ. ხსენებულ კურსების მოსაწყობათ და სახელმძღვანელოს გამოსაცემად შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობას სთხოვს 1 მილიონი მანეთის გადადებას.  პირველად კურსები მოეწყობა ტფილისსა, ქუთაისსა და სოხუმში და შემდეგი კი სხვა ქალაქებსა და მაზრებში.

მსგავსი/Related

Back to top button