რესპუბლიკის ამბები
ფრანგულმა ჟურნალმა საქართველოს რესპუბლიკას სპეციალური ნომერი მიუძღვნა
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 19 დეკემბერი, N287
ევროპის პრესა
პრესბიურომ პარიზიდან მიიღო ჟურნალი „L’image” („სახე“), რომელშიაც მოთავსებულია მეთაური საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, სურათები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასი და მინისტრებისა და აგრეთვე სურათები თამარ მეფის, ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველის, მწერლების: ილია ჭავჭავაძისა, აკაკი წერეთლისა და სხვა.
ჟურნალში მოთავსებულია საქართველოს არქეოლოგიური ნაშთების და ქალაქების და სოფლების სურათები.
ჟურნალში შესაფერათაა დასურათებული საქართველოს მეურნეობის ყოველი დარგი და სხვა.
ჟურნალის მიზანია გააცნოს საქართველო საფრანგეთის საზოგადოებას.