ძველი ამბები

ნოე რამიშვილის უწყებამ „შინაურულათ დააპატიმრა“ რუსი პროპაგანდისტები

Tags

გაზ. ერთობა, 1919 წლის 17 ივლისი, N131.

რადგანაც ქალაქში ავრცელებდნენ ყალბ ხმებს ზოგიერთ რუს მოქალაქეთა და მათ შორის ი. ა. იგნატევის, ე. ი. შამოვის, დ. დ. ეროფევის და სხვათა შეპყრობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობებიდან და დამნაშავეთა დაკითხვიდან გამოირკვა, რომ ზემოხსენებული მოქალაქენი, რომლებიც შინაურულათ არიან დაპატიმრებულნი, ეკუთვნიან საზოგადოება „ზაკავკასკია რუსს“, რომელიც ემსახურება ვითომდა განუყოფელი რუსეთის აღდგენის იდეას, ნამდვილათ კი, მიზნათ დაისახა ამ საზოგადოებამ  ძველი რეჟიმის აღდგენა, რისთვისაც ეწევა რესპუბლიკაში პროპაგანდას საქართველოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდამ მიიღო უფრო მკაცრი ხასიათი იმ მომენტიდან, როცა მთავრობის განკარგულებით დახურულ იქნა სამხედრო საკრებულო, ამით სურდათ ესარგებლათ მათ და რუსობა აემხედრებინათ ქართველების წინააღმდეგ. ამ განმარტებიდან ნათლათ სჩანს, რომ მიღებული ადმინისტრატიული ზომებს, ზემოხსენებულ პირთა მიმართ, არავითარი კავშირი არ აქვს რუს მოქალაქეთა იმ ყრილობასთან, რომელიც თფილისში სწარმოებდა. ამ ჯგუფთა შეპყრობის მიზანი არის მათი მოქმედების აღკვეცა, რომელიც მიმართულია რესპუბლიკაში არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ.

Related Articles

Back to top button