ხუთი ოპოზიციონერის დაკავებას სოხუმში დაძაბულობა მოყვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი ოპოზიციონერი დააკავა. ადგილობრივი სოციალური მედიის არხებით ვრცელდება მწვავე დაპირისპირების კადრები უშიშროების სამსახურის შენობასთან. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია სოხუმში სამხედრო მანქანების შემოსვლის შესახებ.
ესკალაცია, როგორც ჩანს, უკავშირდება ქალაქ გუდაუთაში გამართულ საჯარო დებატებს სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ასლან ბჟანიას ოპონენტები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს და 15 ნოემბერს დიდი აქციაც დააანონსეს. მოსკოვის მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ მყოფი ბჟანია მოსკოვის წინაშე სოხუმის „ვალდებულებების“ შესრულების აუცილებლობის მომხრეა.
შეთანხმებების განხორციელებაზე სოხუმის თავშეკავებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა სექტემბერში გამოაცხადა გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე.
ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივებმა გუდაუთასა და კოდორში ხიდები გადაკეტეს და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/09/24 – კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- 30/08/2024 – რუსეთი ემუქრება ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსების შეწყვეტით და მოქალაქეობების ჩამორთმევით, მოითხოვს “ვალდებულებების შესრულებას”
- 15/08/2024 – დმიტრი ვოლვაჩი: მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“ ძირითადად დასრულებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)