გაზეთი “კომუნისტი”, 1983: კომუნისტური პარტიის მიმართვა მოსწავლეებს, სტუდენტებს, აღმზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს
რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“
გაზეთი “კომუნისტი” 01.09.1983
ძვირფასო ამხანაგებო!
ძვირფასო ქალიშვილებო და ჭაბუკებო!
ყოველი 1 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის მშრომელების, მთელი ხალხის, მთელი ახალგაზრდობის დიდი და ნათელი დღესასწაულია საგულისხმოა, რომ ახალი სასწავლო წელი იწყება დიდი პოლიტიკურ და შრომითი აღმავლობის ვითარებაში, როცა საქართველოს კომუნისტები, ყველა მშრომელი, მთელ საბჭოთა ხალხთან ერთად, სანაქებოდ ირჯებიან და იღვწიან მიმდინარე ხუთწლედის მესამე წლის გეგმების შესრულების, შეგნებული სოციალისტური დისციპლინის განმტკიცების, დიდი პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი ძიების ვითარების საყოველთაო დამკვიდრებისათვის, ლენინური პარტიის XXVI ყრილობის გადაწყვეტილებათა
განხორციელებისათვის.
კომუნისტური პარტია, საბჭოთა მთავრობა მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ჩვენი მომავლის, ჩვენი ცვლის აღზრდას კომუნისტური იდეალების ერთგულების სულისკვეთებით. დღეს, როცა, ესოდენ სწრაფად ვითარდება მეცნიერულ- ტექნიკურ რევოლუცია, ამ საკითხებს სულ უფრო მეტად ენიჭება საერთო-სახელმწიფოებრივი, საერთო-სახალხო მნიშვნელობა. იმაზე, თუ რა ინტელექტუალურ, იდეურ, მორალურ ეთიკურ საგზალს გაატანს სასწავლებელი თავის ნამოწაფარს დიდი ცხოვრების გზაზე, ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი მერმისი, იმ გრანდიოზული ამოცანების შესრულება რომლებსაც პარტია სახავს, პირველ სექტემბერს სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების ტექნიკუმების, უმაღლესი სასწავლებლების კარს შეაღებენ ხვალინდელი მუშები და მიწათმოქმედნი, მეცნიერები და კულტურის მუშაკები ისინი, ვისაც უფროსი თაობის წარმომადგენლები გადასცემენ ამ შრომით ესტაფეტას, მხარში ამოიყენებენ და მათთან ერთად გასწევენ უღელს · სამშობლოს საკეთილდღეოდ.
სკკა ცენტრალური კომიტეტის 1983 წლის ივნისის პლენუმის მასალებში, ამ პლენუმზე ამხანაგ ი. ვ. ანდროპოვის ღრმაშინაარსიან” საპროგრამო სიტყვაში ზუსტად და მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ამოცანები, თუ როგორ წარვმართოთ ყველა სახეობის სწავლების, ოჯახის, მთელი საზოგადოებრიობის შეთანხმებული და მიზანმიმართული მუშაობა კომუნიზმის თავდადებულ მშენებელთა,
მშვიდობის, კაცობრიობის ნათელი მომავლის აქტიურ მებრძოლთა აღზრდა-ჩამოყალიბებისათვის.
უწინარეს ყოვლისა, საქმე ეხება იმას, რომ მოსწავლეები და სტუდენტები არა მარტო ღრმად და მტკიცედ ეუფლებოდნენ ცოდნას, არამედ შეეძლოთ კიდეც მისი პრაქტიკული გამოყენება, რათა კომპლექსურად და შემოქმედებითად წყდებოდეს
იდეურ-პოლიტიკური, შრომითი და ზნეობრივი აღზრდის, პიროვნების ჰარმონიული და ყოველმხრივი განვითარების საკითხები. კომპეტენტურობა, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და წრფელი ინტერნაციონალიზმი, მაღალი მორალურ-ეთიკური ღირსებები,
მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება და ფიზიკური აღზრდა. ყველა ამ თვისების შეძენა თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისათვის უნდა გახდეს არა მარტო მოვალეობა, არამედ ნამდვილი შინაგანი მოთხოვნილებაც.
სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1983 წლის ივნისის პლენუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „აღზრდის კარგი საშუალებაა სწავლების ნაყოფიერ შრომა და მასთან დაკავშირება”, ჩვენი საერთო დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა დავაუფლოთ მოსწავლეები და სტუდენტები შრომის პროგრესულ ფორმებსა და მეთოდებს, უზრუნველვყოთ ახალგაზრდობის სწორი პროფესიული ორიენტაცია, განვამტკიცოთ სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ვამზადოთ ტექნიკური პროგრესის აქტიური მებრძოლნი. შრომითი ზაფხულის დროს ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაყოფიერი მუშაობა მომავლის კარგი საწინდარია.
ალბათ, არავის ებადება იმდენი კითხვა, რამდენიც მოზარდ თაობას, ახალგაზრდობას, ეს კითხვები ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების
ნებისმიერ დარგს. და არც ერთი, თვით ყველაზე
მძაფრი და პრობლემური კითხვაც კი პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. ეს უმაღლესი სკოლის, ყველა მასწავლებლის, მთელი საზოგადოებრიობის
იდეოლოგიური მუშაობის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ჩვენი ახალგაზრდობა საფუძვლიანად უნდა ერკვეოდეს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო
პოლიტიკის ძირითად საკითხებში, რესპუბლიკის საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემა ამიტომ, აუცილებელია მნიშვნელოვნად ამაღლდეს საზოგადოებრივ მეცნიერება და სწავლებისა და შესწავლის დონე, გაძლიერდეს
სპეციალური საგნების სწავლებისა და კურსების როლი ახალგაზრდობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში.
ახლანდელი სასწავლო წელი იმითაც არის ღირსშესანიშნავი რომ მალე ვიდღესასწაულებთ რუსი და ქართველი ხალხების სამარადჟამო დამეგობრებისა და დამოყვრების მანიფესტის გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს ეს იქნება არა მარტო რუსი და ქართველი ხალხების დღესასწაული, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა ზეიმიც, რამეთუ საბჭოურ ოჯახში ერთი ძმის სიხარული, ყველა ძმის სიხარულია, ისტორიული ტრაქტატის იუბილე ერთხელ კიდევ დამაჯერებლად ცხადყოფს მსოფლიოს პირველი სოციალისტური ქვეყნის ხალხთა ურღვევ
ძმობასა და ერთიანობას, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ბრძნული ლენინური ეროვნული პოლიტიკის ცხოველმყოფელობას.
ძვირფასო ამხანაგებო! ძვირფასო ქალიშვილებო და ჭაბუკებო!
დარწმუნებული ვართ, ყოველი თქვენგანი უდიდესი გულისყურით გაეცნო ამხანაგ ი. ვ. ანდროპოვის გამოსვლას სკკპ ცენტრალურ კომიტეტში
პარტიის ვეტერანებთან. შეხვედრაზე გულთბილი, წრფელი სიტყვები ითქვა ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდა თაობაზე, ვეტერანთა და ახალგაზრდათა
კონტაქტებსა და თანამეგობრობაზე, იმ დიდ წვლილზე, ახალგაზრდობას რომ შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობითს -საქმიანობაში, ეს უდიდესი ნდობაა, ეს
არის სამერმისო ამოცანები, საფუძვლად რომ დაედება თქვენს სწავლასა და შრომას ჩვენი დიადი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდობას, მასწავლებლებს დამრიგებლებს აღმზრდელებს, პროფესორებსა და პედაგოგებს, მშობლებს, გილოცავთ და გამოვთქვამთ მტკიცე რწმენას რომ მას პირველი
დღიდანვე ბოლომდე გაჰყვება მაღალი ორგანიზებულობისა და დისციპლინის სულისკვეთება, აღმზრდელ-აღსაზრდელთა წრფელი დაინტერესების, შემოქმედებისა და ძიების სულისკვეთება!
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი,
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი,
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო,
საქართველოს პროფსაბჭო
საქართველო ალკკ ცენტრალური კომიტეტი