რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 7 ივნისს ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ინფორმაციით, ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/10/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 16/10/2023 – სუსი: ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- 15/09/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 23/08/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 23/08/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- 28/07/2023 – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
- 10/07/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)